დავით ზალკალიანის თქმით, გიორგი რურუას საქმე არ არის ასახული ევროპარლამენტარების ანგარიშში

დავით ზალკალიანის თქმით, გიორგი რურუას საქმე არ არის ასახული ევროპარლამენტარების ანგარიშში

რა თქმა უნდა, ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინი, რომ გიორგი რურუაზე იქნებოდა საუბარი, მაგრამ ეს არ არის ასახული ანგარიშში. ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი კარგი შედეგი იმ თანამშრომლობის და ურთიერთობისა, რაც ჩვენ გვაქვს ევროპარლამენტთან, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარები ძალიან კარგად არიან ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ.

„ევროპარლამენტარები ძალიან კარგად არიან ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. მათ თვალნათლივ დაინახეს, თუ როგორ იმოქმედა ხელისუფლებამ, როგორი თანმიმდევრული იყო აღებული ვალდებულებების შესრულებაში. ჩვენი პარტნიორები, ევროპარლამენტის წევრები ამას კარგად ხედავენ და შესაბამისად ეს აისახება მათ მიერ მომზადებულ ანაგარიშებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.