ექსპერტი შაქარაშვილის საქმეზე: ხომ არ ეხმარება პრესა, ჟურნალისტიკა დამნაშავეებს?

ექსპერტი შაქარაშვილის საქმეზე: ხომ არ ეხმარება პრესა, ჟურნალისტიკა დამნაშავეებს?

ექსპერტ-კრიმინალისტის გიორგი დეკანოზიშვილის აზრით, საქმეში ორი გამოძიება, ჟურნალისტიკა და საგამოძიებო უწყება ერთმანეთს შეეჯახა.

„გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ისმება კიდევ სხვა კითხვები, ხომ არ დაეხმარა პრესა, ჟურნალისტიკა დამნაშავეებს. ყოველ დღე გაშუქება, ყოველ დღე ლაპარაკი აძლევთ მათ ყველანაირ ინფორმაციას თუ რა ხდება გამოძიებაში.

საქმეში ორი გამოძიება, ერთი კანონმდებლობით და მეორე ჟურნალისტიკა თავისი წესებით ეჯახება ერთმანეთს. ხომ ხედავთ უკვე გამოვიდა ახალი ინფორმაცია, თურმე ვერ დაინახეს ბავშვებმა ვინ მისდევდა, ეს ყველაფერი საიდან გაიგეს? ან ვიღაცამ უთხრა ასე ილაპარაკე, ან ააწყვეს ისტორიები“, – განუცხადა დეკანოზიშვილმა „ტვ პირველს“.