გამყრელიძის დასკვნა: სკოლებში სწავლის დაწყებაზე პრობლემა არ იქნება 

გამყრელიძის დასკვნა: სკოლებში სწავლის დაწყებაზე პრობლემა არ იქნება 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შეფასებით, საქართველოშ ეპიდსიტუაცია მართვადია და ემორჩილება კონტროლს. შესაბამისად, სკოლებში სწავლის დაწყებაზე პრობლემა არ იქნება.

„თუ ჩვენ ამ დონის ეპიდსიტუაციით და ამ მასშტაბით ვიარეთ ივლისი და აგვისტო ვფიქრობ, ჩვენი გადასახედიდან არ იქნება პრობლემა სკოლებში სწავლის დაწყების, თუ რა ფორმით და როგორ ამაზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.