ანდრიუს კუბილიუსი: ჩვენ მართლაც ველოდებით, რომ არჩევნები უმაღლესი სტანდარტებით ჩატარდება, რაც შექმნის შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს სუპერ ვარსკვლავი

ანდრიუს კუბილიუსი: ჩვენ მართლაც ველოდებით, რომ არჩევნები უმაღლესი სტანდარტებით ჩატარდება, რაც შექმნის შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს სუპერ ვარსკვლავი

„ჩვენ მართლაც ველოდებით, რომ არჩევნები ჩატარდება უმაღლესი სტანდარტების დაცვით. ეს კი შექმნის შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნებიდან „სუპერ ვარსკვლავი”, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

ეს ანგარიში ასახავს იმ პროცესებს, რომელსაც ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ანგარიშში საუბარია პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე. ჩვენ უკვე შეგვიძლია მივულოცოთ პოლიტიკურ ძალებს და მოხარულები ვართ, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა თუ ვინ მიიღებდა მონაწილეობას კენჭისყრაში, ვინ არ მიიღებდა და ასე შემდეგ, საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია.

საქართველოს აქვს მართლაც ძალიან კარგი შანსი, რომ ყველას აჩვენოს კარგი მაგალითი დემოკრატიის მაღალი სტანდარტისა და მოახდინოს დემონსტრირება, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ძალებმა გაკვეთილები ისწავლეს.

ჩვენ მართლაც ველოდებით, რომ არჩევნები ჩატარდება უმაღლესი სტანდარტების დაცვით. ეს კი შექმნის შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნებიდან „სუპერ ვარსკვლავი”, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

 

Aburjga Tasmanieli ბატონო ხუბილიუს საქართველოს არჩევნებზე მოლოდინების და წუხილის გარდა სხვა საქმე არაფერი გამოგიჩნდათ?! დავიჯერო თქვენს სამშობლოში ყველაფერი წესრიგში გაქვთ?!
3 წლის უკან