გია ვოლსკი შაქარაშვილის საქმეზე: გამოძიება საკმაოდ რთულია - მფარველობაზე ლაპარაკი ზედმეტია და უზნეობაა

გია ვოლსკი შაქარაშვილის საქმეზე: გამოძიება საკმაოდ რთულია - მფარველობაზე ლაპარაკი ზედმეტია და უზნეობაა

გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიება საკმაოდ რთულია, აქ მფარველობაზე ლაპარაკი ზედმეტია და უზნეობაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურა ყველაფერს ვერ გამოაქვეყნებს, რისი გამოქვეყნებაც მედიას შეუძლია.

„ის იძიებს. გამოძიება საკმაოდ რთულია. აქ მფარველობაზე ლაპარაკი ზედმეტია და უზნეობაა. ტრაგედიაა ქვეყნისთვის და მეორეც, ასე არ მუშაობს გამოძიება. რთულია, უამრავი ადამიანია, უამრავი მოწმეა, უამრავი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებია და რასაკვირველია, აქ ყოველგვარ მფარველობაზე ლაპარაკი ზედმეტია, ამის საფუძველი არავის არ აქვს. ადამიანის სიკვდილი, მითუმეტეს, ასეთი ნათელი ახალგაზრდა კაცის სიკვდილი მთელი ქვეყნისთვის ტრაგედიაა და აქ ვერანაირად ვერ იქნება, ვინმემ რომც გაივლოს გულში რაიმე მფარველობა,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

Aburjga Tasmanieli ბატონო გია, გასაგებია რომ რთულია, მაგრამ ძალიან გთხოვთ ხმა ჩააწყვეტინეთ მთავარ არხს, ფორმულას, ტვ პირველს! კანონის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების - პროკურატურა, პოლიცია, სასამართლო, -ს მიმართ განუდმებულ, უწყვეტ რეჟიმში ცილისმწამებლური საქმიანობის, ჩირქის მოცხების, მათ ავტორიტეტზე შეტევის, აგრეთვე საზოგადოების დემორალიზების გამოოოოო! დროზე ჩააწყვეტინეთ, თორმ აქ შემოდგომაზე ამბავი დატრიალდება ჩვენი 90-ანი წლების დასაწყისი და დღევანდელი აშშ-ს ვაკხანალია მონაგონი იქნება!
3 წლის უკან