ლევან კობერიძე: კორონავირუსი 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მთავარი მოკავშირე გახდა

ლევან კობერიძე: კორონავირუსი 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მთავარი მოკავშირე გახდა

კორონავირუსი 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მთავარი მოკავშირე გახდა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

„კორონავირუსთან მეგობრობა და სიახლოვე გარკვეულწილად შანსების თემას უჩენს „ქართულ ოცნებას“, შესაბამისად ასე ადვილად მასთან დამშვიდობება არ უნდათ და არც იმ კანონპროექტებთან, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მათ განუსაზღვრელ ძალაუფლებას აძლევთ“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების დაწესების უფლება მთავრობას შესაძლოა, 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდეს.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დიმიტრი ხუნდაძემ, დიმიტრი მხეიძე, ზურაბ ხაჩიძემ და ილია ნაკაშიძემ მოამზადეს.

დადგენილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვების ძალაში დატოვების შესახებ გამოსცა, ძალაშია 2020 წლის 15 ივლისამდე.