ანრი ოხანაშვილი: სიძულვილის ენაზე ოპოზიციურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ვერ მოხდა შეთანხმება, სწორედ ამიტომ საკითხი რეგულაციების მიღმა დარჩა

ანრი ოხანაშვილი: სიძულვილის ენაზე ოპოზიციურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ვერ მოხდა შეთანხმება, სწორედ ამიტომ საკითხი რეგულაციების მიღმა დარჩა

ეუთო/ოდირის რეკომენდაცია იყო, რომ ჩაგვეწერა კანონში რეგულაცია, რომელიც მაქსიმალურად შეზღუდავდა სიძულვილის ენის გამოყენებას, სამწუხაროდ, ვერ შედგა შეთანხმება ვინაიდან, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესი ნაწილის მხრიდან დაფიქსირდა პოზიცია, რომ ეს შესაძლებელია, აღქმულიყო როგორც გამოხატვის შეზღუდვის კონტექსტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, მმართველი პარტია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიცური პარტიების პოზიციას არ იზიარებდა, ვინაიდან შესაძლებელი იყო კითხვის ნიშნების გაჩენა, ეს საკითხი რეგულაციების მიღმა დარჩა.

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ფუნდამენტური უფლებების დაცვით, ჩვენ აღარ შევიტანეთ ეს რეგულაცია საარჩევნო კოდექსში ცვლილებებში. უკეთესი იქნებოდა ყოფილიყო სრული კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით და დაგვერეგულირებინა საკითხი, რომ სიძულვილის ენის გამოყენება, მაქსიმალურად უნდა შეზღუდულიყო, მაგრამ ვინაიდან არ იყო ფართო კონსენსუსი, ეს საკითხი ჩვენ დავტოვეთ რეგულირების მიღმა. იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური პარტიები შევთანხმდებით, მაქსიმალურად უნდა დაიცალოს საარჩევნო პროცესი, წინასაარჩევნო გარემო სიძულვილით მოტივირებული განცხადებებისგან და შესაძლებელია, ასევე ჩვენ შევთავაზოთ კიდეც პოლიტიკურ პარტიებს, იმასთან დაკავშირებით, ეს იყოს შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის, რათა ასეთი ენის გამოყენება არ მოხდეს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.