ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სურს საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდეს რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით. ამ შემთხვევაში ქვეყანაში შესაძლოა რევოლუციური სცენარი განვითარდეს, რაც სააკაშვილს აწყობს:
“გუშინ მელია მიესალმა ევროპული საქართველოს გადაწყვეტილებას, რომ ივანიშვილს, პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების და ოპოზიციაზე დაბრალების შანსი არ მისცეს.
მიზეზი მარტივია – პირველ მოსმენაზე ჩავარდნა ნიშნავს, რომ თვეები დასჭირდება ცვლილებების ხელმეორედ შეტანას.
მეორე და მესამე მოსმენაზე იგივე შეზღუდვები არ მუშაობს – იმავე დღეს შეაბრუნებენ, რა წუთშიც დასავლეთი კონკრეტულ ზომებს მიიღებს (და მიიღებს).
რატომ უნდა მისცე ბიძინას შანსი, პირველივე მოსმენაზე ჩააგდოს და ოპოზიციას დააბრალოს? მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილმა თავისი გაიტანა.
სააკაშვილს უნდა, რომ პროპორციული არჩევნები ჩავარდეს და რევოლუციური სცენარით წავიდეს მოვლენები.
გამოშტერდა და ტაქტიკური ჭკუაც აღარ აქვს შერჩენილი.
ევროპულმა საქართველომ, საბედნიეროდ, ჭკუა იხმარა და ბურთი ბიძინას მოედანზე გადააგდო.
თუ ჩავარდება – ნაცებს და ქოცებს შეეტენებათ. ხალხიც და დასავლეთიც – ნაცებზე და ქოცებზე გაბრაზდება”.