დავით ბაქრაძე: ჩვენ დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა

დავით ბაქრაძე: ჩვენ დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა

„ჩვენ დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა, მაგრამ მეორე და მესამე მოსმენით მხარს არ დავუჭერთ მას, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს თავის ვალდებულებას და არ გაათავისუფლებს გიორი რურუას“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერას და 20 ხმას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ამ დარბაზში სწორი კლიმატის შექმნისა და პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისთვის.

ამავე დროს, ჩვენი ფუნქცია არის სრულიად მკაფიო. ჩვენ დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა, მაგრამ მეორე და მესამე მოსმენით მხარს არ დავუჭერთ ამ ცვლილებას, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს თავის ვალდებულებას და არ გაათავისუფლებს გიორი რურუას. თუ - არა, შედეგებზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ იქნება. ბურთი არის ხელისუფლების მხარეს, ჩვენ დღევანდელი კენჭისყრით უზრუნველვყავით, რომ პროცესი გაგრძელდა“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში არ მონაწილეობდა.

სხდომაზე იყვნენ „ევროპული საქართველოს“ წევრები. პარტიის ლიდერების თქმით, პროექტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვაში მათი მონაწილეობა იმაზე იქნება დამოკიდებული, გათავისუფლდება თუ არა გიორგი რურუა.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

Maverick ნახეტ ჩანგალა რა დღეშია, დავაი ჩანგალ "გადამრჩენელო" მიაწექი, ოღონ მარცხი არ ქნა, არ გაგეპაროს!
4 წლის უკან
mamago და რამდენი ხმა იყავთ?!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ეს არის ნათელი მაგალითი როგორ ასირებს ადამიანს პოლიტიკური პარტიის წევრობა! ძირს პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკური პარაზიტების დიქტატი ქართულ საზოგადოებაზე. არა საპარლამენტო რესპუბლიკას, არა! არა პოლიტიკურ პარტიებს და ე.წ. პოლიტიკოსებს! დიდება სტალინს! დიდება ბერიას!
4 წლის უკან