გიორგი ვოლსკი: უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და საზოგადოებამ უნდა აირჩიოს იმ რაოდენობის ხალხი რომელიც მათ სურთ

გიორგი ვოლსკი: უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და საზოგადოებამ უნდა აირჩიოს იმ რაოდენობის ხალხი რომელიც მათ სურთ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა განხორციელდეს.

"თვითონ ბოიკოტის გამოცხადება ამ საკითხისადმი ბევრ რამეზე მეტყველებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ არჩევნების ჩატარება და ფიქრობენ, რომ რაღაც პოლიტიკური სპეკულაციებით გავიდნენ ფონს - იქნებ ვინმემ მხარი დაუჭიროს იმ მოგონილ საკითხს, რასაც ჰქვია პოლიტპატიმრების თემა.

უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და საზოგადოებამ უნდა აირჩიოს იმ რაოდენობის ხალხი რომელიც მათ სურთ, რომ იყვნენ წარმოდგენილი სხვადასხვა პარტიიდან პარლამენტში," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით კენჭს უყრის.