მინდა გავრილოვს, კადიროვს და პუტინს მივმართო, ბოდიშის მოხდა კი არა, ჩვენი ქვეყნის წინაშე დაჩოქება მოგიწევთ, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
მისი შეფასებით, 20 ივნისი ტკივილის, ღირსების და „ქართული ოცნების" სირცხვილის დღეა.
"ვინც ხელისუფლებაში მოვა, არავინ აღარ უნდა გაიფიქროს, საკუთარ მოქალაქეებზე ასე მოპყრობა"- თქვა ხოშტარიამ.
ერთი სული მაქვს, როდის ჩაამწკრივებ ლარსის სასაზღვრო პუნქტთან მუხლებზე მდგარ და პატიების მთხოვნელ გავრილოვს, კადიროვს და პუტინს!..
ოღონდ, არჩევნებამდე უნდა მოასწრო, რომ მთელმა ვაკემ შენ მოგცეს ხმა! :)