სალომე სამადაშვილი: გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა ძალიან გაგვიჭირდება

სალომე სამადაშვილი: გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა ძალიან გაგვიჭირდება

„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი მხარდაჭერის საკითხზე საბოლოო პოზიციას ხვალ დააფიქსირებს, მანამდე კი პარტიის წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მხარდაჭერა მის საპარლამენტო ფრაქციას გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე გაუჭირდება.

„ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ კონსულტაციებს გავდივართ. თუმცა, რურუას გათავისუფლების გარეშე ძალიან გაგვიჭირდება რომ მხარი დავუჭიროთ“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

დღეს „ევროპული საქართველოს“ წევრებმა განაცხადეს, რომ მათი საპარლამენტო ფრაქცია საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს.

ფრაქციის წევრები ასევე აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება, ისინი მეორე და მესამე მოსმენით კანონპროექტის განხილვაში აღარ მიიღებენ მონაწილეობას.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ხვალ გაიმართება.

Maverick ცოტა გაინაზე, მერე გაიმჭიხე და აღარ გაგიჭირდება....
4 წლის უკან