აქციის მონაწილეებს შორის დისტანციის დასაცავად, რუსთაველის გამზირზე, ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით სტიკერები დააკრეს

აქციის მონაწილეებს შორის დისტანციის დასაცავად, რუსთაველის გამზირზე, ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით სტიკერები დააკრეს

რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებს შორის დისტანციის დაცვის უზრუნველსაყოფად, სტიკერები დააკრეს. სტიკერებს შორის მანძილი 2-მეტრამდეა. აქციაზე მისული პირები სწორედ მონიშნულ ადგილებზე განთავსდებიან.

ასფალტზე დაკრულ სტიკერებზე გამოსახულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელსაც სახეზე ნაბიჯები ახატია.

რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის უკვე გადაკეტილია.

პარლამენტის წინ, სადაც დღეს 2019 წლის 20 ივნისის გასვლიდან 1 წლის თავზე სიმბოლური აქცია გაიმართება, მზადების პროცესი მიმდინარეობს.

აქცია სახელწოდებით, "ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ" 19:00 საათზე დაიწყება.

romani პლინტუსის დონე აქვს ჩვენს "აქტივისტებს". ვაკვირდები მათ პერფომანსებს, რაღაც ორიგინალურს ველი - მაინც ქართველი ახალგაზრდები არიან, მაგრამ, პირიქით, სულ უფრო იაფასიანი ხდება მათი ქმედებები. თუთიყუშებივით, კოპიპეისტით იმეორებენ აშშ - ში მიმდინარე პროცესების თანმდევ იაფასიან ვიზუალურ მასალას, თავადვე მდარეს და მწ
4 წლის უკან
romani პლინტუსის დონე აქვს ჩვენს "აქტივისტებს". ვაკვირდები მათ პერფომანსებს, რაღაც ორიგინალურს ველი - მაინც ქართველი ახალგაზრდები არიან, მაგრამ, პირიქით, სულ უფრო იაფასიანი ხდება მათი ქმედებები. თუთიყუშებივით, კოპიპეისტით იმეორებენ აშშ - ში მიმდინარე პროცესების თანმდევ იაფასიან ვიზუალურ მასალას, თავადვე მდარეს და მწირს.
4 წლის უკან