ჯოზეფ ბორელი:  8 მარტის შეთანხმება ისტორიული მიღწევაა - ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმების პირობების შესრულებას

ჯოზეფ ბორელი:  8 მარტის შეთანხმება ისტორიული მიღწევაა - ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმების პირობების შესრულებას

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი იმედს გამოთქვამს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს საქართველოში ყველა მხარე დაუჭერს მხარს.

„8 მარტის შეთანხმება ისტორიული მიღწევაა. იმედი გვაქვს, ახალი საარჩევნო სისტემისთვის კონსტიტუციურ ცვლილებებს ყველა მხარე დაუჭერს მხარს. ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება 8 მარტის შეთანხმების პირობების შესრულებას არჩევნებთან დაკავშირებით“, - წერს ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.