ნათია თურნავა: ნუ ნერვიულობს ოპოზიცია, ჩვენ ყველა დანაპირებს ვასრულებთ. წყალტუბოს აღორძინება დაიწყება გეგმაზომიერად

ნათია თურნავა: ნუ ნერვიულობს ოპოზიცია, ჩვენ ყველა დანაპირებს ვასრულებთ. წყალტუბოს აღორძინება დაიწყება გეგმაზომიერად

ზოგიერთი ოპოზიციონერი, ვისაც უცებ ამ კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ გაახსენდა, რომ თურმე რა ხდება წყალტუბოში, ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თავის პირველ ქველმოქმედებას ახორციელებდა წყალტუბოში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს წყალტუბოს განვითარებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა. მისი თქმით, პანდემიამ ბევრი პროცესი შეანელა, თუმცა საბოლოო ჯამში წყალტუბოს პროექტზე ეს გავლენას არ მოახდენს.

„ნუ ნერვიულობს ოპოზიცია, ჩვენ ყველა ჩვენს დანაპირებს ვასრულებთ. წყალტუბოს აღორძინება დაიწყება გეგმაზომიერად. ისე, როგორც ითქვა. რა თქმა უნდა, კორონავირუსმა შეანელა ბევრი პროცესი, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში არანაირად არ დაეტყობა წყალტუბოს პროექტს და ამის დასტურია თუნდაც აბასთუმნის პროექტი, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის და „ქართუ ფონდის“ ქველმოქმედების საფუძველზე კერძო ბიზნესის ჩართულობით ხორციელდება. ასეთივე აღმავლობა ძალიან სწრაფად დაიწყება წყალტუბოში და ზოგიერი ოპოზიციონერი, ვისაც უცებ ამ კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ გაახსენდა, რომ თურმე რა ხდება წყალტუბოში, ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თავის პირველ ქველმოქმედებას ახორციელებდა წყალტუბოში. ასე, რომ არანაირად არ გაგვიჭირდება“, – განაცხადა თურნავამ.