ოკუპირებული აფხაზეთიდან დამწვრობის ცენტრში ექვსი წლის ბავშვი გადმოიყვანეს

ოკუპირებული აფხაზეთიდან დამწვრობის ცენტრში ექვსი წლის ბავშვი გადმოიყვანეს

ოკუპირებული აფხაზეთიდან დამწვრობის ცენტრში ექვსი წლის ბავშვი გადმოიყვანეს. მას ზურგსა და კიდურების უკანა მხარეს ძლიერი დამწვრობა აქვს მიღებული.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, მცირეწლოვანმა დამწვრობა მდუღარე წყლით მიიღო.

მისივე ინფორმაციით, ბავშვს უტარდება შესაბამისი მკურნალობა.