მე სხვა შედეგს ნამდვილად არ ველოდებოდი, რა თქმა უნდა, ამას უნდა შენარჩუნება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ Gorbi-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე კომენტირებისას განაცხადა.
„საზოგადოება ხედავს ყველაფერს, ეს არის ძალინ მნიშვნელოვანი, საზოგადოებამ დაინახა, როგორ ზრუნავს ხელისუფლება მათზე, როგორი დამოკიდებულება აქვს მთავრობას ადამიანების მიმართ. ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის ადამიანი, ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობის უსაფრთხოება. რაც შეეხება თვითონ კვლევას, მე სხვა შედეგს ნამდვილად არ ველოდებოდი, რა თქმა უნდა, ამას უნდა შენარჩუნება. დარწმუნებული 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებზე, ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს, იმისთვის რომ ქვეყანა სწორად განვითარდეს. ჩვენ არ დავუშვათ და არ დავაბრუნოთ ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა საქართველოში. ტერორი, ოჯახების აწიოკება, ბიზნესების წართმევა, ღამის სამ საათზე ციხეებიდან გამოყვანა და ქონებების გადაფორმება. ეს ყველაფერი რომ არ დავაბრუნოთ დარწმუნებული ვარ, საზოგადოება გააკეთებს სწორ არჩევანს“, - განაცხადა კალაძემ.
კომპანია GORBI-მ კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა. მონაცემები 15-დან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს. GORBI-მ 1 090 ზრდასრული ადამიანი სატელეფონო მეთოდით გამოკითხა. დასაშვები ცდომილება +/- 3%-ია.