გიორგი ვოლსკი: არავითარი მეცნიერული დასაბუთება არ არსებობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში შეიძლება იარაღი ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო არსებობდეს

გიორგი ვოლსკი: არავითარი მეცნიერული დასაბუთება არ არსებობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში შეიძლება იარაღი ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო არსებობდეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნას თბილისში, ლუგარის ლაბორატორიის ყველა შენობაში რუსი ექსპერტების შეშვების მოთხოვნას გიორგი ვოლსკიმაც უპასუხა. საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის განმარტებით, ლაბორატორია ყველა წესის დაცვით მუშაობას, რასაც გაეროს შეფასებაც ადასტურებს. ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არანაირი პირობა არ არსებობს იმისა, რომ ლაბორატორიაში კანონსაწინააღმდეგო რამ არსებობს.

„არსებობს დადგენილი წესები და ამ წესებით ლუგარის ლაბორატორიის შემოწმებამ მოგვცა ძალიან კარგი სურათი, რომელიც ჟენევაშიც, გაეროს ოფისში იყო განხილული და შეფასებულ იქნა უმაღლეს დონეზე. არავითარი ამის წინაპირობა და მეცნიერული დასაბუთება არ არსებობს, რომ აქ შეიძლება იარაღი ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო არსებობდეს. ჩვენ ვთავაზობთ რუსეთს, რომ კვლავაც ასეთ ფორმატში, მათი მონაწილეობით ჩატარდეს შემდგომი კვლევა. ვინაიდან ამაზე რუსეთი უარს ამბობს, ეს გვაჩვენებს, რომ მიკერძოებული და თავისი სტრატეგიული პოლიტიკური ამოცანები აქვს სახელმძღვანელოდ, რათა დაწერონ ის, რაც სურთ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

26 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ რუსეთი საქართველოსგან პასუხს მოელის რუსი სპეციალისტების ლუგარის ლაბორატორიაში ბვიზიტთან დაკავშირებით მიმართვაზე. აშშ-ის საელჩომ საქართველოში მოსკოვი ლაბორატორიის მუშაობის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.