მეუფე დანიელი: დღეს დასავლური ფასეულობების სახელით იდევნება ეკლესია. ეს არ არის დასავლური ფასეულობა

მეუფე დანიელი: დღეს დასავლური ფასეულობების სახელით იდევნება ეკლესია. ეს არ არის დასავლური ფასეულობა

დღეს დასავლური ფასეულობების სახელით იდევნება ეკლესია. ეს არ არის დასავლური ფასეულობა, ამ სახელით ხდება უბრალოდ. ეს უნდოდა მეუფე ანტონს ეთქვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სამებაში, წირვის დასრულების შემდეგ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა განუცხადა.

მიტროპოლიტი ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტ ანტონის მიერ გაკეთებული განცხადებას გამოეხმაურა.

„ვფიქრობ, რომ განსხვავებული აზრის მიმართ უნდა იყოს შემწყნარებლური დამოკიდებულება. ყველა აზრის მოსმენა საჭიროა. პავლე მოციქული ამბობს, ყველამ საკუთარი აზრი გამოთქვით და საუკეთესო ამოირჩიეთ. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ყველას. მეუფე ანტონსაც და საერო დასსაც. რის გამოც მან დასავლურ კურსზე ისაუბრა, რამაც განაპირობა მისი გულისტკივილი, ამას ვეთანხმები, რომ დღეს დასავლური ფასეულობების სახელით იდევნება ეკლესია. ეს არ არის დასავლური ფასეულობა, ამ სახელით ხდება უბრალოდ. ეს უნდოდა მეუფე ანტონს ეთქვა, რომ ამ ქცევით ხალხში ანტი დასავლური განწყობა შეიქმნება. ეკლესიის ასე ხელყოფა და მასთან ასეთი უერთიერთობა დანაშაულია. ეკლესიის სივრცე საკრალური სივრცეა და საჯაროდ მან, ვინც არ იცის შიდა მდგომარეობა, არ უნდა იმსჯელოს. ეს ხალხს შემდეგ აღელვებს“, - განაცხადა მეუფე დანირლმა.