ილია მეორე: მაცხოვარი განშორდა თითქოს მიწას, ხალხს და სინამდვილეში მაცხოვარი ჩვენთანაა

ილია მეორე: მაცხოვარი განშორდა თითქოს მიწას, ხალხს და სინამდვილეში მაცხოვარი ჩვენთანაა

„ეს მოვლენები, ეს გამოცხადებები, ეს გაჭირვება, განსაცდელი, ეს ყველაფერი უწყობს ხელს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ეს ჩვენთვისაა ყველაფერი“, – ასე მიმართა საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათერდო ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებისა.

„ეს არის დღესასწაული როცა მაცხოვარი განშორდა თითქოს მიწას, ხალხს და სინამდვილეში მაცხოვარი ჩვენთანაა.

უფალი ამბობს, სადაც ორი ან სამი ამიშენებია ჩემი სახელით მე მათ შორის ვარ.

დიდება უფალს, მადლობა უფალს. ჩვენთან არს ღმერთი.

უფალი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ. ჩვენი ამაღლება უნდა მოხდეს, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მიწიერნი, ჩვენ უნდა უფალთან ვიყოთ.

მე მინდა გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომელიც წარსულში ან დღეს და მომავალში არის მთელ მსოფლიოში, ეს მოვლენები, ეს გამოცხადებები, ეს გაჭირვება, განსაცდელი, ეს ყველაფერი უწყობს ხელს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ეს ჩვენთვისაა ყველაფერი.

ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მისიით, გარკვეული მიზნით, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრება ეს არის წუთისოფელი, ჩვენ აქ დროებით ვართ, ჩვენ ვართ სტუმრები და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება.

ჩვენ ვიცით თქმა, ღმერთს ებარებოდე თქვა, სასანმ მიწაზე ვართ ღმერთს ვებარებოდეთ მაგრამ მომავალში მუდმივად უფალთან უნდა ვიყოთ, ჩვენ უნდა გავხსოვდეს, რომ ჩვენ ჩვენი თავისთვის კი არ ვცხოვრობთ, ჩვენ ვცხოვრობთ სხვებისთვის.

ადამიანი, რომ იყოს ბედნიერი უნდა იცხოვროს სხვებისთვის, სხვა გაახაროს, აი ამას გისურვებთ თქვენ, გაიხარეთ ორთავე სოფელსა შინა.

აი როცა ჩვენთან მოდიან სტუმრები მოაქვთ ყვავილი ან საჩუქარი მე ვეუბნები, თქვენც ასე უთხარით, გაიხარე და გაგვახარე.

ადამიანი სიხარულისთის არის გაჩენილი, მწუხარებისთის კი არა არის, სიხარულისთვის არის, ღმერთი არის სიყვარული.

არ შეგეშნდეთ, არ დაითრგუნოთ თქვენი გონება, თქვენი იმედი, არ დაკარგოთ თქვენი იმედი, ღმერთი მუდამ თქვენთანა და ჩვენთანაა, გაიხარეთ, გაიხაროს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ. ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა პატრიარქმა.

ცნობისთვის დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს.

დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინა.