ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია ის შეღავათები, რომლებსაც კომპანიები მიიღებენ

ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია ის შეღავათები, რომლებსაც კომპანიები მიიღებენ

საქართველოს ხელისუფლება იპოთეკური სესხების სუბსიდირებას გეგმავს.

ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც წლის ბოლომდე გადაწყვეტს იპოთეკური სესხით ბინის შეძენას მთავრობა სესხის 4 პროცენტს 5 წლის ვადით დაუფინანსებს.

„ქართული ოცნების“ წვერის, ირაკლი კობახიძის თქმით, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები პოსტკრიზისული ეკონომიკის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია.

„დღეს ხელისუფლებამ წარადგინა მხარდაჭერის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების დახმარებას.

ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია ის შეღავათები, რომლებსაც კომპანიები მიიღებენ და პირდაპირ ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ.

ეს არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი სექტორი, რომელსაც უკავია მნიშვნელოვანი წილი ქართულ ეკონომიკაში და რომელიც არის ყველაზე მზარდი.

ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოსტკრიზისული ეკონომიკის ფარგლებში.

ბენეფიციარები იქნებიან სამშენებლო და დეველოპერული კომნპანიები.

ამასთან ერთად ბენეფიციარები იქნებიან მოქალაქეები, რომლების ინტერესებშიცაა სამსახურების შენარჩუნება და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.