1800 დევნილი ოჯახი, დაახლოებით 6000 ადამიანი ბინას სამი წლით ადრე მიიღებს

1800 დევნილი ოჯახი, დაახლოებით 6000 ადამიანი ბინას სამი წლით ადრე მიიღებს

1800 დევნილი ოჯახი, დახლოებით 6000 ადამიანი ბინას სამი წლით ადრე მიიღებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა მიმართავს 150 მლნ ლარს წლის ბოლომდე იმისთვის, რომ დევნილებისთვის, დამატებით 1800 ოჯახისთვის სამჯერ მეტი მშენებლობა დაკოონტრაქტოს.

„ბოლო თვეების განმავლობაში, კრიზისის პერიოდში ჩვენ კონკრეტული ნაბიჯებით, დახმარებებით ბევრი სოციალური ჯგუფი მოვიცავით და ხშირად იყო შეკითხვა, რომ ჩვენი დევნილები დაგვრჩნენ ყურადღების გარეშე. ჩვენ ახლა ასე ვთქვათ, ამ ჩავარდნას ვაკომპენსირებთ.

მთავრობა მიმართავს 150 მლნ ლარს წლის ბოლომდე იმისთვის, რომ დაკოონტრაქტოს დევნილებისთვის, დამატებით 1800 ოჯახისთვის სამჯერ მეტი მშენებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დევნილები, 1800 ოჯახი, დაახლოებით 6000 ადამიანი სამი წლით ადრე მიიღებს ბინას. რა თქმა უნდა, ეს იქნება პირდაპირი დახმარება ლიკვიდობით, პირდაპირი მოთხოვნის დაკმაყოფილება სამშენებლო კომპანიებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.