თბილისის სატრანსპორტო კომპანია: ხაზებზე არც ერთი ავტობუსი არ იმოძრავებს, რომელთაც ფანჯრები არ ექნებათ გაღებული

თბილისის სატრანსპორტო კომპანია: ხაზებზე არც ერთი ავტობუსი არ იმოძრავებს, რომელთაც ფანჯრები არ ექნებათ გაღებული

თბილისში მოძრავ ყველა საზოგადოებრივ ავტობუსში ფანჯრები გახსნილი იქნება, - ამის შესახებ Imedinews-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.

როგორც კომპანიაში განმარტეს, კონდიცირების გამოყენება საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის პრევენციის გამო აიკრძალა, ამიტომ ყველა ავტობუსში ფანჯრები ღია იქნება.

„ხაზებზე არც ერთი ავტობუსი არ იმოძრავებს, რომელთაც ფანჯრები არ ექნებათ გაღებული. ყოველდღიურად ხაზზე დაახლოებით, 500-550 ავტობუსი მოძრაობს. თუ აღნიშნული რაოდენობა საკმარისი არ იქნება, ავტობსების დამატების გადაწყვეტილება თბილისის მერიამ უნდა მიღოს“, - განაცხადეს კომპანიაში.

მათივე თქმით, მგზავრებისთვის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. შესაბამისად, პირბადის გარეშე მგზავრები საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ დაიშვებიან. პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, მეტროში ამ პროცესს პოლიცია გააკონტროლებს, ავტობუსებში - მონიტორინგის სამსახურის კონდუქტორები, გაჩერებებზე კი კონტროლიორები.

რაც შეეხება სოციალური დისტანციის დაცვას, კომპანიაში აცხადებენ, რომ ამაზე რეკომენდაცია მათ არ მიუღიათ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.