რამზან კადიროვი: მსოფლიოში მილიონობით ადამიანი დაინფიცირდა, ავადმყოფობის უფლება მეც მაქვს

რამზან კადიროვი: მსოფლიოში მილიონობით ადამიანი დაინფიცირდა, ავადმყოფობის უფლება მეც მაქვს

ჩეჩნეთის ლიდერი ამბობს, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„ავადაც რომ გავმხდარიყავი, ესეც ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა. მსოფლიოში მილიონობით ადამიანი დაინფიცირდა და ათობით ათასი დაიღუპა. მეც ხომ ადამიანი ვარ? არ მაქვს უფლება, რომ ავად გავხდე? არ მაქვს უფლება, საწვეთური დავიყენო და იმუნიტეტი ავიმაღლო? რაც შეეხება იმას, რომ ჟურნალისტებმა მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მნახეს, ვალდებული ვარ ამ დაწესებულებაში წელიწადში ორჯერ ვიარო. ეს მე არ მომიგონია, რეგიონის ყველა ხელმძღვანელი ასე იქცევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ორჯერ ჩავიტარე კომპიუტერული ტომოგრაფია, რამდენჯერმე ჩავაბარე სისხლის ანალიზი, რადგანაც ხალხთან მაქვს ურთიერთობა და არ მინდა ვირუსის გადამტანი ვიყო. ყველანაირად ვცდილობ არ დავინფიცირდე,“ - აღნიშნა კადიროვმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ჩეჩნეთის ლიდერი მძიმე ავადმყოფობის შესახებ, რაც საბოლოოდ არ დადასტურდა.