მარია ზახაროვა: საქართველოს პრეზიდენტის ნამუსზე ვტოვებთ განცხადებას, რომ რუსული მხარე საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრის საქმიანობაში ნატოს ჩართულობას განიხილავდა

მარია ზახაროვა: საქართველოს პრეზიდენტის ნამუსზე ვტოვებთ განცხადებას, რომ რუსული მხარე საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრის საქმიანობაში ნატოს ჩართულობას განიხილავდა

საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრი, რომლის შექმნა 15 წლის წინ იგეგმებოდა, ნატოს მონაწილეობას არ ითვალისწინებდა, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

19 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ნატო-საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრის გახსნა იგეგმებოდა“.

„2005-2006 წლებში საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის შეთანხმების პაკეტის ელემენტად განიხილებოდა. მოლაპარაკებებზე საუბარი იყო მხოლოდ ორმხრივ და არა მრავალმხრივ კონტრტერორისტულ თანამშრომლობაზე“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

მარია ზახაროვას თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ნამუსზე უნდა იყოს განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსული მხარე საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრის საქმიანობაში ნატოს ჩართულობის შესაძლებლობას განიხილავდა.