მარკ ცუკერბერგმა კორონავირუსის პანდემიის დროს, კარანტინის რეჟიმში $30 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა

მარკ ცუკერბერგმა კორონავირუსის პანდემიის დროს, კარანტინის რეჟიმში $30 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა

მსოფლიოს 25-მა უმდიდრესმა ადამიანმა, კორონავირუსის პანდემიის დროს, კარანტინის რეჟიმში $225 მილიარდი გამოიმუშავა. ამის შესახებ Forbes წერს.

გამოცემის ცნობით, ეს მონაცემი აშშ-ის საფონდო ბაზრის სტატისტიკით საშუალოდ „პანდემიის მინიმუმია“.

25 უმდიდრეს ადამიანს შორის, ყველაზე მეტი Facebook-ის შემქმნელმა მარკ ცუკერბერგმა გამოიმუშავა. მისი ქონება ორ თვეში $31,4 მილიარდით გაიზარდა და $86,5 მილიარდს გაუტოლდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Aburjga Tasmanieli გამოიმუშავა არა ის... არ გინდათ კიდევ?! ხო პირდაპირ ხელებზე კოჟრები დააჯდა და მეორე ტვინი გაეხსნა მუცლის ღრუში?! ეს ყველაფერი მსოფლიოში გბატონებული მძარცველურ, მანიპულიატორული სისტემის "ყვავილებია", ზოგისთვის ვარდებს რომ ისხამს და ზოგისთვის .... ლუკმა-პურიც სანატრელია!
5 წლის უკან