ირაკლი კობახიძე: საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა 1000 მოსახლეზე ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი მაჩვენებლით

ირაკლი კობახიძე: საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა 1000 მოსახლეზე ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი მაჩვენებლით

"საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა 1000 მოსახლეზე ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი მაჩვენებლით"  - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

„საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა:

1000 მოსახლეზე ინფიცირებულთა ყველაზე დაბალი მაჩვენებლით;

1000 მოსახლეზე გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი მაჩვენებლით.

ეს მაჩვენებლები რომ ყოფილიყო იტალიის, ესპანეთის, ბელგიის და მთელი რიგი სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსი, 3,7-მილიონიან საქართველოში კოვიდით უკვე 1500-2000 ადამიანი იქნებოდა გარდაცვლილი. დღეს კი, საქართველოში სიკვდილიანობა ამ ქვეყნებზე 300-ჯერ და 400-ჯერ დაბალია.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ საქართველოში უკვე გადავარჩინეთ 2000-მდე ადამიანის - ასეულობით მოხუცისა და ათეულობით ახალგაზრდის სიცოცხლე.

ეს არის ჩვენი ექიმების, დაწესებული შეზღუდვებისა და ხელისუფლების მიერ მიღებული სხვა დროული და ეფექტიანი ზომების დამსახურება.

ამ ვითარებაში, პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი ტელევიზიების, ტროლებისა და ბოტების მხრიდან ექიმების კრიტიკა, შეზღუდვების კრიტიკა და ხელისუფლების მიერ მიღებული სხვა ზომების კრიტიკა არის პოლიტიკური მოროდიორობა პანდემიის დროს.“

#დარჩისახლში

#დაიცავირეკომენდაციები

Aburjga Tasmanieli რასაც ულტრაიისფერ გამოსხივებაზე ლაპარაკობენ, დაიწყეს ლაპარაკი ეს არის 100% სიმართლე!!
საქმე იმაშია, რომ ულტარაიისფერი (ხისტი ულტრაიისფერი) სხივების ტალღის სიგრძე არის თანაზომადი კოვიდ ვირუსის ზომებისა. კერძოდ ვირუსის ზომა არის 25 - 100 ნანომეტრი. ასეთივეა ულტრაიისფერი სხივების ტალღის სიგრძე. იწყება 330 ნანომერიდან და მცირდება 20-30 ნანომეტრამდე (ნანომეტრი 10 მინუს 9 ხარისხში). ამიტომ როდესაც ულტრაიისფერი ქვანტი დაეჯახება მისივე ზომის კოვიდ ვირუსის ერთეულს, მას ან დაშლის ან მნიშვნელოვნად დააზიანებს. შეიძლება ისეც დააზიანოს რომ არ გაანადგუროს და დარჩეს დასუსტებული ვირუსის ერთეული. ესეც თქვენი იმუნიტეტის დაჩქარება. მე ყოფილი ფიზიკოსი ვარ, ამ ულტრაიისფერ გამოსხივებაზე 8 წელი მაქვს ნამუშევარი. ვიცი რასაც ვლაპარაკობ.
საბჭოთა დროს არსებობდა აპარატი, რომელსაც ადამიანს უკეთებდნენ ერთ ვენაში, იქიდან ეს აპარატი სისხლს ექაჩებოდა, აპარატის შიგნით იდგა კვარცის ნათურები, რომელიც ულტრაიისფერ დიაპაზონში ასხივებდა, ეს სისხლიც მოძრაობდა კვარცის მილაკებში (კვარცის მინა ატარებს ულტრაიისფერ გამოსხივებას, ჩვეულებრივი არა!), ინტენსიურად დასხივდებოდა და ისევ ვენაში ხვდებოდა ოღონ სხვა ადგილას... ამ აპარატს რუსულად ეძახდნენ УФО-ს. სხვადასხვაბაქტერიული ინფექციებისგან გასაკურნავად( კარგად ვიცი რა განსხვავებაა ბაქტერიას და ვირუსს შორის), ხშირად გამოიყენებოდა! ეს ამბავი მოყოლით არ ვიცი, ჩემი თვალით მაქვს ნახული ეს აპარატიც და მისი გამოყენებაც! ახლა ვნახე, რომ ასეთი აპარატების ათასნაირი ვარიანტები არსებობს. მე რუსული ვნახე - ბმული სხვებმა თუ გნებავთ მოძენეთ დასავლური წარმოების ანალოგები! მოგმართავთ ყველას - ნუთუ არავის მიგიწვდებათ ხმა ჩვენს სახელოვან ინფექციონისტებთან, უთხარით, შეახსენეთ, ხომ გაგიგონიათ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია! ასევე პრეპარატი ივერმექტინის შესახებ უთხარით. თუ პრეპარატს და УФО - ს კომპლექსურად გამოვიყენებთ ანუ ორივეს ერთად ეს ვირუსი 2-3 დღეში დამარცხებული იქნება!
მე ნუ მახსენებთ, თქვენი იყოს სახელიც, მიგნებაც და ჯამაგირიც!
5 წლის უკან