თენგიზ ცერცვაძე: ბათუმში ოთხ პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია, სამს ვირუსი გაუქრა მეშვიდე და მეცხრე დღეს, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, საოცარია

თენგიზ ცერცვაძე: ბათუმში ოთხ პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია, სამს ვირუსი გაუქრა მეშვიდე და მეცხრე დღეს, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, საოცარია

ქართველმა ექიმებმა ერთობლივ შეხვედრაზე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მეთოდებზე ისაუბრეს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ზოგიერთ ახალ მიდგომას, რომელსაც საქართველოში ცალკეული კლინიკები იყენებენ და, რომელიც შეიძლება იყოს პერსპექტიული.

„მე ვისაუბრე პრეპარატ ტოცილიზუმაბზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პრეპარატია, მაგრამ მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში შეიძლება გამოყენება, რადგან ძალიან სერიოზული შეზღუდვები აქვს. იყო ბათუმის გამოცდილებაზე ლაპარაკი, რომლებმაც ოზონოთერაპია გამოიყენეს ამ დაავადების დროს და, წინასწარი მონაცემებით, ძალიან წარმატებით. მათ ოთხ პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია და სამ პაციენტს ვირუსი გაუქრა მეშვიდე და მეცხრე დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია. ჩვენს პაციენტებს ვირუსი უქრებოდათ მეცამეტე, მეთოთხმეტე დღეს, ზოგს 21-ე დღეს და ზოგს შეიძლება, ორი თვის შემდეგ. ოზონოთერაპია გულისხმობს ოზონის შეყვანას ადამიანის ორგანიზმში სპეციალური მეთოდით. ასევე, საუბარი იყო პლაზმაფერეზზე, რომელიც 10 აპრილს ოფიციალურად დამტკიცდა „კოვიდის“ სამკურნალოდ. პლაზმაფერეზიც ცნობილი მეთოდია, რომელიც გულისხმობს პაციენტისგან პლაზმის ნაწილის გამოყვანას, როდესაც თან მოჰყვება რიგი მავნე ნივთიერებებისა. იყო ამაზეც საუბარი. ჩვენ უკვე გამოვიყენეთ პლაზმაფერეზი, იყო ორი წარმატებული სეანსი. საუბარი იყო ახალ მიდგომებზეც, მაგრამ ძირითადი საუბარი ჯერ მაინც იყო იმ გამოცდილებებზე და დაავადების მიმდინარეობის თავისებურებებზე, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო „პლაქვენილს“, რომელიც ქართულ პროტოკოლში შედის, შედიოდა და რჩება ისე, როგორც იქ წერია და არა ისე, როგორც მის ინტერპრეტაციას ზოგიერთები აკეთებენ.

„ის უნდა დაენიშნოს საშუალო სიმძიმის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს. ეს ფორმულირება ეყრდნობა „ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციის“ ოფიციალურ რეკომენდაციას, რომელიც ამა წლის 28 მარტს დაიდო. ეს არის მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული ინსტანცია, რომელიც წყვეტს, რომელი დაავადების დროს, რომელი მედიკამენტი უნდა იყოს გამოყენებული ან არ უნდა იქნეს გამოყენებული. ამ მედიკამენტთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება, ისევე როგორც სხვა მედიკამენტებზე. ამ ბოლო დროს ყველაზე იმედისმომცემად მიჩნეულ მედიკამენტ „ემდესევირზე“ გამოქვეყნდა ცნობები, რომ მან ვერ უჩვენა ეფექტურობა. ურთიერთგამომრიცხავი შედეგები ვრცელდება, მაგრამ ვიდრე „ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაცია” ოფიციალურად მიიჩნევს, რომ ეს მედიკამენტი უნდა იყოს პროტოკოლში, ის დარჩება პროტოკოლში. როგორც კი იქნება რაიმე ახალი მედიკამენტის შესახებ მტკიცებულებები, რომ ის ამას ჯობია, ჩვენ მომენტალურად ამას გამოვეხმაურებით და შევცვლით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 456 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 139 უკვე გამოჯანმრთელდა. 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

Aburjga Tasmanieli რასაც ულტრაიისფერ გამოსხივებაზე ლაპარაკობენ, დაიწყეს ლაპარაკი ეს არის 100% სიმართლე!!
საქმე იმაშია, რომ ულტარაიისფერი (ხისტი ულტრაიისფერი) სხივების ტალღის სიგრძე არის თანაზომადი კოვიდ ვირუსის ზომებისა. კერძოდ ვირუსის ზომა არის 25 - 100 ნანომეტრი. ასეთივეა ულტრაიისფერი სხივების ტალღის სიგრძე. იწყება 330 ნანომერიდან და მცირდება 20-30 ნანომეტრამდე (ნანომეტრი 10 მინუს 9 ხარისხში). ამიტომ როდესაც ულტრაიისფერი ქვანტი დაეჯახება მისივე ზომის კოვიდ ვირუსის ერთეულს, მას ან დაშლის ან მნიშვნელოვნად დააზიანებს. შეიძლება ისეც დააზიანოს რომ არ გაანადგუროს და დარჩეს დასუსტებული ვირუსის ერთეული. ესეც თქვენი იმუნიტეტის დაჩქარება. მე ყოფილი ფიზიკოსი ვარ, ამ ულტრაიისფერ გამოსხივებაზე 8 წელი მაქვს ნამუშევარი. ვიცი რასაც ვლაპარაკობ.
საბჭოთა დროს არსებობდა აპარატი, რომელსაც ადამიანს უკეთებდნენ ერთ ვენაში, იქიდან ეს აპარატი სისხლს ექაჩებოდა, აპარატის შიგნით იდგა კვარცის ნათურები, რომელიც ულტრაიისფერ დიაპაზონში ასხივებდა, ეს სისხლიც მოძრაობდა კვარცის მილაკებში (კვარცის მინა ატარებს ულტრაიისფერ გამოსხივებას, ჩვეულებრივი არა!), ინტენსიურად დასხივდებოდა და ისევ ვენაში ხვდებოდა ოღონ სხვა ადგილას... ამ აპარატს რუსულად ეძახდნენ УФО-ს. სხვადასხვაბაქტერიული ინფექციებისგან გასაკურნავად( კარგად ვიცი რა განსხვავებაა ბაქტერიას და ვირუსს შორის), ხშირად გამოიყენებოდა! ეს ამბავი მოყოლით არ ვიცი, ჩემი თვალით მაქვს ნახული ეს აპარატიც და მისი გამოყენებაც! ახლა ვნახე, რომ ასეთი აპარატების ათასნაირი ვარიანტები არსებობს. მე რუსული ვნახე - ბმული სხვებმა თუ გნებავთ მოძენეთ დასავლური წარმოების ანალოგები! მოგმართავთ ყველას - ნუთუ არავის მიგიწვდებათ ხმა ჩვენს სახელოვან ინფექციონისტებთან, უთხარით, შეახსენეთ, ხომ გაგიგონიათ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია! ასევე პრეპარატი ივერმექტინის შესახებ უთხარით. თუ პრეპარატს და УФО - ს კომპლექსურად გამოვიყენებთ ანუ ორივეს ერთად ეს ვირუსი 2-3 დღეში დამარცხებული იქნება!
მე ნუ მახსენებთ, თქვენი იყოს სახელიც, მიგნებაც და ჯამაგირიც!
5 წლის უკან