ირაკლი კობახიძე: „იმედი გვაქვს, რომ უკრაინელი კოლეგების მხრიდან რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული

ირაკლი კობახიძე: „იმედი გვაქვს, რომ უკრაინელი კოლეგების მხრიდან რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული"

„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი უკრაინელი კოლეგების მხრიდან რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განაცხადა პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო არჩევის საკითხზე კომენტირებისას.

„ჩვენ გვაქვს კონსულტაციები უკრაინელ კოლეგებთან, მაგალითად მეც მქონდა ურთიერთობა და კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგებთან, რადას წევრებთან. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ საბოლოო ჯამში მიღებული იქნება რაციონალური გადაწყვეტილება, ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც თუნდაც მინიმალური საფრთხის ქვეშ არ დააყენებს უკრაინის სახელმწიფო ინტერესებს. ჩვენ ვიცით ზოგადად სააკაშვილის საქმიანობა სახელმწიფო სამსახურში თუ რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული და ბუნებრივია, არ გვინდა ასეთი საფრთხეების წინაშე დადგეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.​

Aburjga Tasmanieli უკრაინელმა კოლეგებმა აქამდე რომელი "რაციონალური გადაწყვეტილება" მიიღეს სხვა საკითხებთან დაკავშირებით, შემახსენეთ თუ ღმერთი გწამთ?!
5 წლის უკან
9gramm საერთოდაც არახამიამ სულ ფეხებზე გკიდია საქართველოსთან ურთიერთობის დაძაბვაო...
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ბმული
5 წლის უკან
ზაზა დებილო ერთუჯრედიანო
5 წლის უკან