": ადამიანები, ვინც დაკარგავენ ან დაკარგეს სამსახური, დახმარების სახით 1200 ლარს მიიღებენ მაშინ, როცა ამერიკაში, სადაც მშპ ერთ სულ მოსახელზე $65.000-ზე მეტია, მთავრობა $1200-ს აძლევს"

„ადამიანები, ვინც დაკარგავენ ან დაკარგეს სამსახური, დახმარების სახით 1200 ლარს მიიღებენ მაშინ, როცა ამერიკაში, სადაც მშპ ერთ სულ მოსახელზე $65.000-ზე მეტია, მთავრობა $1200-ს აძლევს“,- ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს და პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგებილ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას ეხმიანება.

მჭედლიშვილი მიიჩნევს, დღევანდელ პირობებში, საქართველოსთვის გეგმა მაქსიმუმია.

„ადამიანები, ვინც დაკარგავენ ან დაკარგეს სამსახური, მიიღებენ 1200 ლარს დახმარების სახით, მაშინ როცა ამერიკაში $1200-ს აძლევს მთავრობა. ამერიკაში მშპ ერთ სულ მოსახელზე არის $65.000-ზე მეტი. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ეფექტური პაკეტია წარმოდგენილი ბიზნესის ისევ ასამუშავებლად და ფინანსური რესუსრების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. როგორც მესმის, ეს არის ანტიკრიზუსული გეგმა, თუმცა კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, ალბათ, კიდევ იქნება გეგმა წარმოდგენილი ეკონომიკის ასაღორძინებლად”, - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ყველა დასაქმებული პირი, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ სამსახური დაკარგა და აღარ აქვს შემოსავალი, 6 თვის განმავლობაში სახელმწიფოსგან 1200 ლარის ოდენობის, ანუ ყოველთვიურად 200 ლარიან დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ 20 აპრილს საქართვლელოს მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ განაცხადა.