ამირან სალუქვაძე: „მარნეულის გუშინდელი აქცია იყო ორგანიზებული და მიზნად ისახავს ერთი მხრივ, ხელისუფლების კბილის მოსინჯვას, მეორე მხრივ ეპიდემიის აფეთქებას“

ამირან სალუქვაძე: „მარნეულის გუშინდელი აქცია იყო ორგანიზებული და მიზნად ისახავს ერთი მხრივ, ხელისუფლების კბილის მოსინჯვას, მეორე მხრივ ეპიდემიის აფეთქებას“

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში მარნეულში ჩატარებულ გუშინდელ აქციას ეხმაურება:

„მთავრობას მივმართავ: კანონი ყველასათვის კანონია.

მე მესმის, როცა მოსახლეობის მოთხოვნები ან პროტესტის ცალკეული შემთხვევები, მაგრამ 5-6 სოფელში ერთდროულად პროტესტის დაწყება, შემდეგ მათი წარმართვა ერთი გეოგრაფიული წერტილისკენ, ერთიანი მიზნით თავისით არ ხდება.

მარნეულის გუშინდელი აქცია იყო ორგანიზებული და მიზნად ისახავს ერთი მხრივ ხელისუფლების კბილის მოსინჯვას, მეორე მხრივ ეპიდემიის აფეთქებას.

ეს ყველაფერი ხდება საინფორმაციო ომის ფონზე, რომლის ერთ-ერთი თემაა კორონავირუსის არსებობის კითხვის ქვეშ დაყენება. რატომღაც ეს ომი, მეტწილად რუსელ ენაზეა. აქაურმა მხარდამჭერებმა უკვე მარნეულის თემაც მიაბეს.

მარნეულის ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება წაახალისებს შემდგომ ქაოსს, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის როგორც პოლიტიკურ სტაბულილურობას, ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას.

სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი სახეზეა.

ამავე დროს, უნდა გაარკვიოთ და მოიკვლიოთ ადგილობრივი მოსახლეობის პრეტენზიები. მაგალითად ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში გუშინ მწვანილი არ იყო. რატომ?

ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან თუ ბევრი გაკეთდა ამ თვეებში, ადგილობრივი ხელისუფლებები, რიგორც ჩანს, მოიკოჭლებენ.

გუბერნატორების და მუნიციპალიტეტების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ადგილობრივი ნაწარმის რეალიზაციაზე ზრუნვა. ამ საკითხში გუბერნიებმა ერთმანეთთანბუნდა ითანამშრომლონ. ვისაც არ შესწევს უნარი საგანგებო სიტუაციებისას თავი გაართვან ასეთ გამოწვევებს, აკონტროლონ სიტუაცია, მართონ პროცესები (ყველაფერს კაბინეტიდან ვერ დაინახავ, წინა ხაზზეც უნდა გახვიდე) სასწრაფო ზომებია მისაღები.“ – წერს ამირან სალუქვაძე.

Aburjga Tasmanieli უკრაინის დაშლილი სახელმწიფოს რამდენი მტრული ნაბიჯი უნდა ვითმინოთ და რამდენ ხანს?! ხომ არ მოვიდა დრო ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას?! თუ არა ღიად მტრობა და საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის მასხრად აგდებად, სხვად რად უნდა მივიჩნიოთ უკრაინის ტაკიმასხარა პრეზიდენტის შეთავაზება ბატონი სააკაშვილისადმი?! თანაც დარწმუნებული ვარ უკრაინის პრეზიდენტს ეს შეთავაზება აუცილებლად შეთანხმებული ექნებოდა თავის დასავლეთელკურატორებთან უ სულაც მათგან არ მიუღია ეს დავალებად!
5 წლის უკან
9gramm დასავლეთ კურატორების რა მოგახსენოთ,აი კოლომოისკის კურთხევის გარეშე არ მოხდებოდა ეს შეთავაზება.ზელენსკის რეიტინგი დარჩენილია და რაღაც უნდა დაანახოს უკრაინელებს-რაფორმატორი მიHა.
5 წლის უკან
9gramm რეიტინგი აქვს დაცემული ზეს
5 წლის უკან