როგორც პოლიტიკოსმა მარნეულის მოსახლეობას მინდა ვთხოვო და მოუწოდო სიმშვიდისკენ, - ეს განცცადება „ტვ პირველის“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა.
„მაგრამ ამავე დროს მინდა გავიმეორო, რომ ამის შესახებ არა საჯაროდ და საჯაროდ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ ამ ტიპის ზომებს რომ იღებ ლეგიტიმური მიზეზით თუნდაც, მაგრამ არანაირ ზომებს არ დგამ, რომ ადამიანებმა ოჯახის შენახვა შეძლონ, ეს ხალხი კვირებია იზოლირებულია. ამ დროს იმ ზღვარს ცდები, როცა წესრიგის დაცვა შეიძლება შეუძლებელი გახდეს. რაც დღეს ძალიან ცუდი და საშიშია. ამის პირველ ნიშნებს ვხედავთ“, - აღნიშნა ბოკერიამ.
მისი თქმით, ასეთი პროცესების ხელოვნურად გამოწვევა შეუძლებელია.
მანამდე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ბოკერიამ მარნეულის აქციის მისი პარტიის მიერ დაორგანიზება აღიარა.
მარნეულში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. მოსახლეობა მარნეულში საგანგებო მდგომარეობის პირობებში შექმნილ შეზღუდვებს აპროტესტებს.