ირაკლი სესიაშვილი: სააკაშვილი არცერთი თეთრის მომტანი არ არის, საქართველოს სახელით მოქმედება ჩვენი ქვეყნისთვის იმიჯის შემლახავია

ირაკლი სესიაშვილი: სააკაშვილი არცერთი თეთრის მომტანი არ არის, საქართველოს სახელით მოქმედება ჩვენი ქვეყნისთვის იმიჯის შემლახავია

„სააკაშვილი რომ არცერთი თეთრის მომტანი არ არის - ეს ყველამ კარგად ვიცით.ის  კლოუნადით არის დაკავებული, მას არც თანხის მოძიება შეუძლია და მეტიც, მისი წარმომადგენლობა, საქართველოს სახელით მოქმედება ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის იმიჯის შემლახავია, რამდენადაც მას სერიოზულად არავინ აღიქვამს",- ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინიციატივას.

„ამ რთულ ვითარებაში, სააკაშვილის თამადობით, გარკვეული ოპოზიციური ძალები მთლიანად გადასულები არიან პოპულიზმზე, პოლიტიკურ მანიპულაციაზე, რაც რიგ შემთხვევაში, მავნებლობაში გამოიხატება",- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე შეფასებით, მთავრობამ დროულად იმოქმედა და სამი მილიარდის მობილიზება შეძლო, რაც არცერთ სხვა ქვეყანას არ გაუკეთებია.

„რაც მთავრობამ იმუშავა და სამი მილიარდის მობილიზება შეძლო, ფაქტობრივად, სხვა არცერთ ქვეყანას არ გაუკეთებია, ამასაც შეიძლება მისი მოქმედებით და ხშირ შემთხვევაში, მავნებლური განცხადებებით, საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, ბუნებრივია, აქ ხელისუფლება დროულად მოქმედებს, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადრეულ ეტაპზე იმის განსაზღვრა, თუ რა თანხების მობილიზება შეუძლია ქვეყანას, რომ ჩვენ პოსტ ეპიდემიურ სიტუაციაში დროულად მოვახდინოთ ეკონომიკის აღდგენაც და იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვინც ან სამუშაო დაკარგეს, ან შეგვიძლია,  კიდევ უფრო მეტად ავამუშაოთ ამ მიმართულებით შესაძლებლობები",-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.​

Aburjga Tasmanieli სააკაშვილი ამ რწმუნებას იმიტომ ითხოვს, რომ ის ფული რაც უკვე შეპირდნენ საქართველოს, ვგონებ 3 მილიარდი (ევრო, დოლარი, ფუნტი???))))), თავის მოტანილად რომ გამოაცხადოს!
5 წლის უკან