კოსმონავტები დედამიწაზე ბრუნდებიან – გაივლიან თუ არა ისინი, 2-კვირიან იზოლაციას?

კოსმონავტები დედამიწაზე ბრუნდებიან – გაივლიან თუ არა ისინი, 2-კვირიან იზოლაციას?

პარასკევს, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟის 3 წევრი დედამიწაზე დაბრუნდება, სადაც ადამიანები კიდევუფრო მეტ იზოლაციაში ცხოვრობენ.

ამერიკელი ჯესიკა მეირი და რუსი ოლეგ სკრიპოჩკა, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2019 წელს გაფრინდნენ, როდესაც კორონავირუსის არსებობის შესახებ არავინ იცოდა.

კიდევ ერთი ამერიკელი ასტრონავტი ენდრიუ მორგანი სადგურზე 2019 წლის დასაწყისიდან იმყოფება.

სადგურზე დარჩება ორი რუსი ასტრონავტი და ერთი ამერიკელი, დანარჩენები კი 2 დღეში დედამიწაზე იქნებიან.

"ძალიან სიურეალისტურია ის სიტუაცია, რომელიც ჩვენს ქვემოთ, პლანეტაზე ხდება, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ აქედან დედამიწა ისეთივე მშვენიერი ჩანს, როგორც ადრე, ამიტომ რთულია ვთქვა, შეიცვალა რამე თუ არა", - განაცხადა კოსმოსიდან ვიდეო-ჩართვის დროს ასტრონავტმა ჯესიკა მეირმა.

"რთული იქნება რამდენიმეთვიანი დაშორების შემდეგ, მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგან შორს ყოფნა. მგონი დედამიწაზე თავს უფრო დიდ იზოლაციაში ვიგრძნობ, ვიდრე აქ", - ჰყვება მეირი.