კანონის წინაშე ყველა თანასწორია – ასე ეხმაურება დღევანდელ აქციას საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე.
“ჩვენ მოვუწოდეთ მომიტინგეებს, რომ გვერდზე შეუძლიათ ბოქლომის დადება ფორმალურად, სადაც არაა კარები. კარები არ ჩიკეტება. ისინი მიდიან პროვოკაციაზე. არ შეიძლება ბლოკირება შენობის. ეს ბევრჯერ განვაცხადეთ, შესაბამისად ვინც არ დაემორჩილება ამ მითითებას, დავაკავებთ. ვინც პოლიციას არ დაემორჩილება მივიღებთ შესაბამის ფორმებს. არ აქ მნიშვნელობა ეს ვაშაძე იქნება თუ ვინმე სხვა, კანონის წინაშე არის ყველა თანასწორი”, – განაცხადა საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ.
შეგახსენებთ, რომ კანცელარიასთან, სადაც მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ და შენობის ცენტრალურ შესასვლელზე ბოქლომების დადებას აპირებენ.