პრემიერმა ეროვნულ ბანკს მკაცრი გაფრთხილება მისცა - ფასები უნდა შემცირდეს!

პრემიერმა ეროვნულ ბანკს მკაცრი გაფრთხილება მისცა - ფასები უნდა შემცირდეს!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი აქტიურად გამოიყენოს. ამ საკითხზე პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

“მინდა, ეროვნულ ბანკს მოვუწოდო, აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობისა და ინფლაციის თარგეთირების უზრუნველსაყოფად. დღეს ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ ყველამ კოორდინირებულად, ეროვნულ ბანკთან ერთად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ როგორც ეკონომიკური ზრდა მთავრობის მხრიდან, ასევე ინფლაციის ზღვრული ნორმები, რომელიც  გვქონდა წლის დასაწყისში დაგეგმილი და ფასების სტაბილურობა“, - აღნიშნა გახარიამ.

მისი თქმით, ეს არის მთავრობის ძირითადი ამოცანა. „რა თქმა უნდა, მთავრობის მხრიდან გადავდგამთ ყველა აუცილებელ ნაბიჯს, თუმცა ასევე მოვითხოვთ ეროვნულ ბანკს, გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც მისი კომპეტენციის ფარგლებშია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან ეკონიმიკური ზრდის დასაჩქარებლად ფინანსთა მინისტრს დაავალა, რომ განიხილოს შესაძლებლობა, უცხოურ ვალუტაში დაწესებული დაკრედიტების ზღვარი - 200 000 ლარის ფარგლებში, შემცირდეს 100 000 ლარამდე.