„ნატო–საქართველოს ურთიერთობა იმ რეჟიმში გრძელდება, როგორი დოზითაც დასავლეთს უნდა და მინისტრების ცვლილებები ვერაფერს შეცვლის“

„ნატო–საქართველოს ურთიერთობა იმ რეჟიმში გრძელდება, როგორი დოზითაც დასავლეთს უნდა და მინისტრების ცვლილებები ვერაფერს შეცვლის“

თავდაცვის სამინისტროში ირაკლი ღარიბაშვილი ამბიციური გეგმებით მიდის. რა მიმართულებით წაიყვანს შეიარაღებულ ძალებს, ამას მომავალი გვიჩვენებს. ანალიტიკოსი, „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, ზურაბ აგლაძე, აცხადებს, რომ დასავლეთი ითანამშრომლებს ნებისმერ თავდაცვის მინისტრთან, ვინც უნდა დანიშნოს საქართველოს მთავრობამ. მისი თქმით, ვიცით „კაბელების საქმე“ და ახლა ვნახავთ, ეს იყო შიდა დაპირისპირება, თუ გეოპოლიტიკური მიმართულებით იყო სვლა.

for.ge ზურაბ აგლაძეს ესაუბრა.

უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობა, ლევან იზორიას შესთავაზეს, რომელიც სტატუსით მინისტრი არ არის. „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებკანონში არსებული ჩანაწერის მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია საბჭოს ერთერთ მუდმივ წევრს ეკისრება. რატომ მიდის ხელისუფლება კანონის მიზანმიმართულ დარღვევაზე?

ზურაბ აგლაძე: პირველ რიგში, უნდა აღვასრულოთ ის, რაც კანონში წერია. ამ ხელისუფლების მიღებულია ეს კანონი, ამიტომ ერთმნიშვნელოვანია, რომ კანონი უნდა აღსულდეს. დაწინაურება-არდაწინაურებას რაც შეეხება, შეიძლება ზოგიერთ ქვეყანაში უსაფრთხოების საბჭოს მდივნობა დაწინაურება იყოს, საქართველოს შემთხვევაში ასე არ არის.

გაცილებით წონიანი ფიგურა არის შს და თავდაცვის მინისტრები, ვიდრე უსაფართხოების საბჭოს მდივანი. ასე რომ, იზორიას დაწინაურებაზე ვერ ვისაუბრებთ. ის, რომ გაშვება არ უნდათ, ეს ბუნებრივი პროცესია, როდესაც ადამაინი გუნდის წევრია, ასე არ გაუშვებენ - ვაკანტური იყო უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობა და შესთავაზეს.

რაც შეეხება ღარიბაშვილს, არასდორს არ ვაფასებ მინისტრებს თავიდანვე. ღარიბაშვილმა შეიძლება ძალიან კარგად წაიყვანოს ყველაფერი, ან პირიქით, ამას დრო გვიჩვენებს. გავითვალისწინოთ, როგორი მიდგომა იქნება პირველი დღიდან. კარგად ვიცნობ თავდაცვის სამინისტროს და იმიტომ ვამბობ. თუ ეს ადამიანი პირველი დღიდან დაიწყებს წმენდის პროცესს, იმისთვის, რომ კონტროლი დაამყაროს შეიარაღებულ ძალებზე, ეს არ იქნება კარგი. არ დაგვავიწყდეს, რომ ერთ წელიწადში არჩევნები მოდის. თუ იმუშავებს იმაზე, რომ ხელფასები გაეზარდოს შეიარაღებულ ძალებს, სოციალური პრობლემები მოუგვარდეს, ასეთ შემთხვევაში, გაცილებით წარმატებული იქნება. ამიტომ, რომელ გზას აირჩევს ღარიბაშვილი, არ ვიცი, ეს მისი პრეროგატივაა.

ერთი, რაც პოლიტიკური აქვს ღარიბაშვილს, ალბათ ის არის, რომ თავდაცვის მინისტრობა რეიტინგს მატებს ნებისმიერ ადამიანს და, რა თქმა უნდა, მასაც.

იზორიასთან დაკავშირებით კითხვები იყომათ შორის კორუფციაზე, საეჭვო ტენდერებზე და ამაზე საუბრობდა აუდიტის სამსახური, ამის მიუხედავად, ის რჩება მთავრობაში. ასეთი მიდგომით, რას ამბობს ხელისუფლება?

– მოდით ვთქვათ, რომ უშიშროების საბჭოს მდივნობა საქართველოში არ არის დაწინაურება, მით უმეტეს, თუ ითავსებს დაზვერვის ფუნქციას. გაცილებით წონადია თავდაცვის მინისტრობა, ვიდრე დაზვერის სამსახურის უფროსობა, ან უსაფრთხოების საბჭოს მდივნობა.

შეიძლება ითქვას, რომ იზორია პოლიტიკურ პროცესებს მოარიდეს?

– რა თქმა უნდა, გადაიყვანეს, იმიტომ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კონფიგურაცია შეცვალა პარტიის თავმჯდომარემ, წინასაარჩევნოდ საბრძოლო რაზმი მოამზადა ივანიშვილმა. მისი პირადი ნდობით აღჭურვილ პირებს – გომელაურს და ღარიბაშვილს ჩააბარა ძალოვანი სამინისტრო. აქ უფრო პიროვნულ ლოიალობაზეა საუბარი და არა იმაზე, ვინ უფრო ძლიერია. ვნახოთ რა იქნება.

ბევრ რამეს გადაწყვეტს მომავალი ერთი წელიწადი, გვაჩვენებს რა მოხდება. ვნახაოთ, დაველოდოთ როგორ წაიყვანს პოროცესებს თავდაცვაში ღარიბაშვილი, შსს–ში გომელაური და პრემიერი გახარია - რა წინსვლა ექნება ეკონომიკური კუთხით, როგორც პრემიერ–მინისტრს. თქვა, რომ მაქვს კრიზისიდან გამოსვლის გეგმაო. ე.ი. ყველა აღიარებს, რომ ქვეყანა კრიზისშია.

იზორია მიღებული მინისტრი იყო დასავლეთისთვის, მაგრამ რამდენად წარმატებული რეფორმა გაატარა ნატოსთან ურთიერთობის და დასავლეთთან ურთიერთობის კუთხით, სად ჩანს იზორიას წარმატება?

– რაც შეეხება ნატო–საქართველოს ურთიერთობას, ლევან იზორია იქნება, თუ სხვა მინისტრი, ნატოსთან ურთიერთობა იმ რეჟიმში გრძელდება, როგორი დოზითაც დასავლეთს უნდა და მისაღებია ამ ეტაპზე. დასავლეთს რომ უნდოდეს MAP–ის მინიჭება, მოგვანიჭებდნენ. მაგრამ ისინი ფრთხილად უდგებიან საქართველოს საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, ისინი ფრთხილად, ნაბიჯ–ნაბიჯ ეტაპობრივად მიდიან ამისკენ.

ამიტომ, იზორია იქნება, თუ სხვა, სახელმწიფო პოლიტიკა არის ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება და მინისტრების ცვლილებები პოზიტივს, ან ნეგატივს ვერ შეიტანს ამ საკითხში. წარმატებას რაც შეეხება, ასე ვიტყოდი – ნაბიჯი წინ, ნაბიჯი უკან. ამიტომ, განსხვავება არ იქნებოდა იზორიას და სხვა ნებისმიერ მინისტრს შორის.

ყველაზე დიდი ჩავარდნა და ასე თვლის მმართველი ძალა, ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნების წაგება ჯარში. ჯარის მხრადაჭერა ვერ მიიღო პრეზიდენტობის კანდიდატმა და ეს უკვაშირდება იზორიას მინისტრობის პერიოდს...

– მოდით ასე ვთქვათ, ტრაგიზმად ნუ აღვიქვმათ ამას. საქართველოში მივეჩვიეთ ამას, რომ საქართველოში ჯარი, შსს–ს და უსაფრთხოების სამსახურები აუცილებლად ხმას უნდა აძლევდნენ მმართველ პარტიას. რა არის ამაში უცნაური, რომ ჯარმა, შსს–მ და უსაფრთხოების სამსახურმა ოპოზიციურ პარტიას მისცეს ხმა?! დასავლეთში ეს ყოველთვის ასე ხდება და არავინ ამაზე არ ამახვილებს ყურადღებას. ამას არც არავინ არ დასდევს. ჩვენთან რატომ ვაკეთებთ ამაზე აქცენტირებას? თუ ჯარი მმართველ პარტიას არ აძლევს ხმას, მერე რა? ჯარი ქვეყანას არ ემასხურება? 2012 წელს ჯარმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, ეს ჩვეულებრივი პროცესია.

ალბათ, პოლიტიკოსებმა რაღაცა დააკლეს ჯარს. არ დაგვავიწყდეს, რომ ჯარი არის საზოგადოების ნაწილი. არ შეიძლება მარტო ჯარში იყოს კარგად საქმე და სხვაგან ცუდად. არ შეიძლება ჯარს ჩააცვა კარგად, აჭამო კარგად და საზოგადოება დატოვო ბედის ანაბარად. საზოგადოების ეკონომიკური წინსვლა პირდაპირ აისახება ჯარზეც. იმიტომ, რომ ჯარში მსახურობენ ადამიანები, რომლებსაც ჰყავთ ოჯახის წევრები. ჯარი არ არის ცალკე გაყენებული თემა.

რამდენად ჯდება დასავლეთთან და ნატოსთან ურთიერთობაში ირაკლი ღარიბაშვილი როგორც თავდაცვის მინისტრი, რომლის პრემიერობას უკავშირდება კაბელების სკანდალური საქმე და მისი პრეისტორიაც ვიცით...

– დასავლეთი ითანამშრომლებს ნებისმერ თავდაცვის მინისტრთან, ვინც უნდა დანიშნოს საქართველოს მთავრობამ. იზორია მისაღები ფიგურა იყო, დასავლეთს ჰქონდა სიმპათიები მის მიმართ. ვნახოთ რას გააკეთებს ღარიბაშვილი ამ მხრივ, როგორ წავა ეს ყველაფერი. ვიცით „კაბელების საქმე“ და ახლა ვნახავთ ეს იყო შიდა დაპირისპირება, თუ გეოპოლიტიკური მიმართულებით იყო სვლა. ახლა გამოჩნდება და ვნახავთ ყველაფერს, რას იზამს ღარიბაშვილი ნატოსთან და შეიარაღებულ ძალებთან ურთიერთობაში.

ახალ მთავრობას, რომლის პირველი პირი არის გახარია, ოპოზიცია უწოდებს პრორუსულ ძალას და განსაკუთრებული აქცენტი ღარიბაშვილზე კეთდება. მისი თავდაცვის მინისტრობა საფრთხეს უქმნის ნატოსთან ურთირთობას?

– ეს ერთგვარად იმის მაჩვენებელია, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა ძალოვან სტრუქტურებზე დაამყაროს სრული კონტროლი. ამას ადასტურებს ის, რომ მისი ორი უახლესი ადამიანი – გომელაური და ღარიბაშვილი ჩაუდგა ორ ძალოვან სტრუქტურას. ახლა როგორ გადაწყვიტავენ, დასავლეთისკენ წავალთ, თუ ჩრდილოეთისკენ, ამას მომავალი გვიჩვენებს. სიტყვა პრორუსს მე არ ვიტყვი, ეს არის ივანიშვილის პირადი კადრები. ივანიშვილი არის ამ შემთხვევაში წამყვანი, გადაწყვეტილების მიმღები. ის წყვეტს საით უნდა წავიდეს ქვეყანა და როგორ უნდა განისაზღვროს პოლიტიკა. როგორც ის გადაწყვეტს, ისე მოიქცევა ღარიბაშვილი და გომელაური. მოდით, დაველოდოთ პირველ 100 დღეს და ვნახოთ რა მოხდება. საარჩევნო ციკლში ვართ შესული. დაინიშნა აშშ–ის ახალი ელჩი, საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა. ეს ქალბატონი არის ევროპის საზღვაო სარდლობის პოლიტიკური მრჩეველი, ნამუშევარია თურქეთში. ვსაუბრობთ ანაკლიის პორტზე, რომელიც ამერიკელებს უნდათ და ამ შემთხვევაში გაიჭედა, ახალი ელჩი არის კარიერული დიპლომატი, ამიტომ, ბევრი რამე გამოჩნდება ერთ წელიწადში. დასავლეთიც გააკეთებს განცხადებას, მაგრამ ნურავინ ნუ ელოდება იმას, რომ დასავლეთი გამოვა და ღარიბაშვილს მონათლავს პრორუსულად. დავიმახსოვროთ, დასავლეთი ითანამშრომლებს ყველასთან, ვისაც დანიშნავს საქართველოს ხელისუფლება. ჯერ ბურუსია, რთულია რამის დანახვა. ალბათ, მოიწმინდება ღრუბლიანი ცა, მერე ვნახავთ, რა გამოჩნდება.

trampi დაჟეჟილს გატეხილი სჯობიაო
გასაწყვეტი როგორც იქნა გაწყდა....... სათქმელი პირდაპირ გვითხრეს, უკვე ამდენი ასპირანტობა აღარ გამოდიოდა, ...
.. ...თან გვაბოლებენ--- გერმანიაც ასე იყო,.......მაგრამ მერე ტერიტორები მაინც დაუბრუნდაო. თქვენც მომავალში დაგიბრუნდებათ, ოღონდ რუსებთან თქვენ თვითონ მოილაპარაკეთო...
ანუ ჩვენ აგვცდეს და თქვენ სარიც გითხრიათო....
ეგ ხომ ისედაც ვიცოდით, რომ დიდი ხანია ორივე მხრიდან სარსა გვთხრიან?/ პლიუს ამ ნაცების დახმარებით ამ სარს გვიახლებენ და გვიახლებენ ..
თან ცალი ყბით გვეუბნებიან რუსებს თვითონ მოელაპარაკოთო და თან კიდევ მეორე მხრიდან, ნაცების პირით გვეუბნებიან(შიგადაშიგ თვითონაც) --- მაინც არაფერი გამოვა, მათთან დალაპარაკებას აზრი არაა ააქვსო....თუ დაელაპარაკე კრემლის აგენტი ხააარო......
ბიჯოოო............................. გერმანიას რომ გდრ- დაუბრუნდა იმიტომ დაუბრუნდა რომ, მართალია ვინუჟდენზე, მაგრამ გდრ გერმანიას თავად რუსებმა დაუბრუნეს... ..რო არ დაებრუნებინა, რა,.. რუსებს გდრ-ს წაართმევდნენ??...თუ ეგენი რუსეთისთვიის რამის წართმევები არიან. მაშინ ჩვენი გულისთვისაც წაართვან რუსებს აფხაზეთი და სამაჩაბლო...
ვერააააა?/
ხოოოოოო...........................
ეს ისეა ვოდევილებში ელენე ყიფშიძის და ვასო გოძიაშვისლის სცენა როა --- მერე მე არაფერი მომივაააო, ვასო რომ ეუბნება საყვარელ ქალს....
მოკლედ ამათ ჩვენ უბრალოდ რუსის ტრაკში აქტიურ ეკლად ვჭირდებით და კიდევ.....ავღანეთ, აზია--აფრიკაში საზარბაზნე ხორცად
ეგააა სუ ჩვენი დანიშნულება მაგათთვის ......
მეორეცააა და ................როგორც კი ეგენი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე მიგვიღებენ ნატოში, რუსი ოსეთს ეგრევე ოფიციალურად გადაიფორმებს-მიიერთებს...(100%)
თან ეს ყველამაც იცის და ყველაც ხვდება, რომ რუსი ეგრე იზამს..მაგრამ გრანტის გულისთვის მაინც ატრაკებენ
თუ არადა ნახავთ
იძახონ მერე პუტინ ოკუპანტ, ოკუპანტიო...(აღმოაჩინონ ახალი ამერიკა)....თან შიგა და შიგ შიშველი ტრაკებიც მიუშვირონ, ეგებ ესე მაინც გვეშველოს .....
4 წლის უკან