არც პაციენტების მდგომარეობის გათვალისწინება, არც მათი ოჯახის წევრები, მხოლოდ საკუთარი ინტერესები!

არც პაციენტების მდგომარეობის გათვალისწინება, არც მათი ოჯახის წევრები, მხოლოდ საკუთარი ინტერესები!

ნათია ლეთოდიანი,  რომელიც ახლა ებრაელ ექიმებთან ცდილობს მამისთვის თვალის შენარჩუნებას, "რუსთავი 2"-ს ტყუილში ადანაშაულებს:

როცა ებრაელი ექიმები ყველაფერს ცდილობენ ჩვენთვის სასიკეთო გააკეთონ, კონსილიუმები აქვთ, მსჯელობენ უკეთეს შედეგს როგორ მიაღწიონ, ოპერაციები კეთდება, რეაბილიტაციას გავდივართ, მოლოდინში ვართ... ამ დროს გამოდის ტელევიზიის დირექტორი და სრულიად უცერემონიოდ აცხადებს რომ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია, დემეტრე ნაყოფია და კობა ლეთოდიანი თურმე უსინათლოები არიან და მორჩა!დასრულდა ყველაფერი! არც პაციენტების მდგომარეობის გათვალისწინება, არც მათი ოჯახის წევრები, მხოლოდ საკუთარი ინტერესები! რომელი სამედიცინო დასკვნების მიხედვით განაცხადეთ ბატონო Nika Gvaramia, ჩვენც გვითხარით, თუ ექიმები გვატყუებენ, თქვენ აგვიხილეთ თვალი... NodarMeladze დავით ქაშიაშვილი ამიტომ ითხოვდით ჩვენგან კომენტარებს, რომ შემდეგ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები გეკეთებინათ? გაეცით პასუხი Demetre Nakopia-ს, ებრაელ ექიმებზე მეტი გცოდნიათ და თქვენ გვითხარით რა იცით დამატებით ჩვენი მდგომარეობის შესახებ... როგორ ბედავთ ადამიანების მდგომარეობის ასე გამოყენებას, სხვა სკანდალური ვერაფერს ნახეთ და ჩვენ მოგვადექით? სხვა სიტყვებით შეფასებებს შეგნებულად ვერიდები!!!

Eka Kvesitadze გიყვართ კომენტარების და პოსტების კითხვა გადაცემებში და ამ პოსტის წაკითხვასაც ველი თქვენგან სწორედ ისეთივე აღელვებული ხმის ტემბრით, როგორც ჩემი წინა კომენტარი წაიკითხეთ!