მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა, ვინისიუსმა, აღიარა, რომ მისი კარიერის ერთ-ერთი მთავარი მიზანი „ოქროს ბურთის“ მოპოვებაა.
„ერთხელაც „ოქროს ბურთის“ მოგება მსურს. რატომაც არა, ჯერ 18 წლის ვარ და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით ვთამაშობ. 25-26 წლისა, საკუთარ თავს „ოქროს ბურთით“ ხელში ვხედავ.“ - უთხრა ბრაზილიელმა Cadena Ser-ს.
მიმდინარე სეზონში „რეალის“ მაისურით ვინისიუსმა 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ექვსი ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემით გამოირჩა.
ვინისიუსი „რეალში“ შაშან გადავიდა „ფლამენგოდან.“ „სამეფო კლუბმა“ მასში 45 მილიონი ევრო გადაიხადა.