ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ წარმოებულ ლეგალურ საქმეებს, - "ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ამის შესახებ 27 დეკემბერს, პრესისთვის გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია.
"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოს მთავრობის მიდგომას ყოფილი არჩეული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებთან დაკავშირებით და ხელახლა მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, სკულპულოზურად და გამჭვირვალედ დაიცვან სამართლიანი პროცესი და კანონის უზენაესობა.
შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ მხარეს, გააგრძელონ კონსტრუქციული თანამშრომლობა საერთო მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გამყარებასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში მდგომარეობს",- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.