ინციდენტი გორში. დაპირისპირება რამდენიმე წუთის წინ, კარალეთის დევნილთა დასახლებაში მოხდა. შეხლა-შემოხლა ქართული ოცნების ლიდერების სტუმრობას მოჰყვა. როგორც მეცხრე არხის რეპორტიორი ადგილიდან იტყობინება, შეხვედრის ადგილას წინასწარ მობილიზებულნი იყვნენ ე.წ. ზონდერები. ერთ-ერთმა მათგანმა კახი კალაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც კონფლიქტის პროვოცირება მოახდინა.