„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციური პარტიების მიერ უცხოეთში გამართულ ვიზიტებს ეხმიანება.
კერძოდ, ქადაგიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს „ლელოს“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების შეხვედრებს და აცხადებს, რომ „ამ სამი პარტიიდან ორი არჩევნებში მონაწილეობს და ნაცვლად იმისა, რომ ველზე იყვნენ გასულნი, გარე - გარე დარბიან, რომ მითითებები კარგად ჩაიწერონ ბლოკნოტებში“
ქადაგიძის თქმით, შემდეგ იტყვიან, რომ არც პატრონები ჰყავთ და არც გარე დავალებებს ასრულებენ.
„შემდეგ მოგვიბრუნდებიან და იტყვიან, რომ არც პატრონები ჰყავთ და არც გარე დავალებებს ასრულებენ...
ამ სამი პარტიიდან ორი არჩევნებში მონაწილეობს და ნაცვლად იმისა, რომ ველზე იყვნენ გასულნი, გარე - გარე დარბიან, რომ მითითებები კარგად ჩაიწერონ ბლოკნოტებში...“- წერს ქადაგიძე.