ბენზემა:

ბენზემა: "ოქროს ბურთს ვინისიუსზე მეტად არავინ იმსახურებდა"

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ქარიმ ბენზემამ ოქროს ბურთს ზე ისაუბრა. როგორც ფრანგმა განაცხადა, ვინისიუსზე მეტად ამ ჯილდოს მოგებას არავინ იმსახურებდა.

„მასთან ვილაპარაკე, მოწყენილია, რაც ბუნებრივია. რთულია, რადგან მთელი მსოფლიო გხედავს, როგორც ოქროს ბურთის გამარჯვებულად, მაგრამ ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე გეუბნებიან, რომ შენ არ ხარ გამარჯვებული. კარგი ბიჭია და ბევრს იმუშავებს მომავალში მის მოსაგებად. ვინისიუსს მხოლოდ გოლები არ გააქვს, ბევრს საქმეს აკეთებს მოედანზე. გასულ სეზონში „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ის ყველა მატჩში გადამწყვეტი იყო. ოქროს ბურთს მასზე მეტად არავინ იმსახურებდა.

როდრის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, კარგი ფეხბურთელია, მაგრამ როცა დივანზე ვზივარ და თამაშს ვუყურებ, როდრი არ არის ფეხბურთელი, რომელიც ჩემში აღტაცებას იწვევს, ვინისიუსი კი ამას ხშირად აკეთებს“, - თქვა ბენზემამ.

შეგახსენებთ, რომ ქარიმ ბენზემამ ოქროს ბურთი 2022 წელს მოიგო.