ჯუნტოლი:

ჯუნტოლი: "ნაპოლის" ოსიმენი უფრო ადრე უნდა გაეყიდა"

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ იტალიურ მედიასთან ისაუბრა, სადაც სხვადასხვა თემას შეეხო.

როგორც მან თქვა, „ნაპოლის“ ვიქტორ ოსიმენი ადრე უნდა გაეყიდა. მან სერია A-ს ორი ფავორიტიც დაასახელა.

„ჩემს კარიერაში ყველაზე რთული ტრანსფერი ალბათ, ოსიმენის ყიდვა იყო. ოთხი თვე დამჭირდა „ნაპოლიში“ მის მისაყვანად. „გალათასარაიში“ იჯარა? „ნაპოლის“ ის ალბათ უფრო ადრე უნდა გაეყიდა, მაგრამ დე ლაურენტისი ჭკვიანი და გამჭრიახი მეწარმეა.

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი? ადრეა თქმა, მაგრამ „ინტერი“ და „ნაპოლი“ ფავორიტები არიან. ისტორია ამბობს, რომ ყოველთვის ყველაზე გამოცდილი გუნდი იმარჯვებს. „ინტერი“ სწორედ ასეთია და „ნაპოლიც“, რომელმაც კონტეს წყალობით შეიძინა გამოცდილება“, - თქვა ჯუნტოლიმ.