პოლიტიკაში ზიზღის მასშტაბური კამპანიები, რასაც გარკვეული ძალები ნერგავენ თანამედროვე პოლიტიკაში, საბოლოო ჯამში, მკვლელობის მცდელობებში გადიზარდა. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საჭიროა პოლიტიკაში ტემპერატურის დაწევა და განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, პოლიტიკა არ უნდა გახდეს ბრძოლის ველი, მაგრამ ჯო ბაიდენს არაფერი უთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ დღევანდელი ამერიკის მმართველი ელიტა გახდა სწორედ მიზეზი იმისა, რომ პოლიტიკა გახდა ბრძოლის ველი, სადაც თუ არ იბრძოლებ, განწირული ხარ.
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის ირაკლი გოგავას განცხადებით, ლიდერების მკვლელობები და მკვლელობის მცდელობები ნეოლიბერალური გლობალისტური დიქტატურის კრახს ვერ შეაჩერებს! ანტიადამიანური იდეოლოგია მარცხდება. შედეგად, ბოლო ინსტრუმენტის - მკვლელობების გამოყენება დაიწყეს. ისინი აგონიაში არიან.
„აშშ-ს 5 ნოემბრის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება მსოფლიოს ნეოლიბერალური ჭირისგან გათავისუფლებას ნიშნავს. ჩვენი ქვეყნისთვის კი ტრამპის ამერიკა სიმშვიდის მომტანი იქნება. ჯანმრთელობა და წარმატებები ვუსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს!“, - აცხადებს ირაკლი გოგავა.
20 წლის თომას მეთიუ კრუკსი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს თავს მაშინ დაესხა, როდესაც მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს.
ტრამპზე თავდასხმას წინ უსწრებდა თავდასხმა რობერტო ფიცოზე, რომელსაც შეიარაღებულმა მამაკაცმა 5-ჯერ ესროლა, როდესაც ის ქალაქ ჰენდლოვაში მხარდამჭერებს ხვდებოდა. ფიცომ მრავლობითი ჭრილობები მიიღო და ორი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დონალდ ტრამპისა და მისი მკვლელობის მცდელობის სცენარები „ზუსტი ასლივით“ ჰგავს ერთმანეთს.
„ეს სცენარის ზუსტი ასლია. ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ მის შეჩერებას და როცა ვერ ახერხებენ, ისე აღიზიანებენ საზოგადოებას, რომ ვიღაც ღარიბი ბიჭი იარაღს იღებს. ახლა კი დავინახავთ საუბრებს შერიგების აუცილებლობაზე, დამშვიდებასა და პატიებაზე“, - წერს რობერტ ფიცო.
სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმის შემდეგ სამიზნე გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. პარლამენტის მიერ გამჭვირვალეობის კანონის მიღების შემდეგ ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი დაუკავშირდა ირაკლი კობახიძეს, რომელმაც კობახიძე შემდეგი სიტყვებით გააფრთილა: „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ“, - პრაქტიკულად, ლიკვიდაციით დაემუქრა კობახიძეს.
ბოლო რამდენიმე თვეა მიმდინარეობს სიძულვილისა და ზიზღის კამპანია, რომელშიც ჩართული არიან რადიკალური ძალები და ამ კამპანიის ნაწილია თავდასხმა პრემიერ-მინისტრზე, დეპუატეტბზე, მათ მცირეწლოვან შვილებზე. მეტიც, „ჯემნიუსის“ ჟურნალისტმა დააანონსა - „84 ტყვია - 84 დეპუტატს კეფაში“. მსგავსი აგრესია წამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ლეგიტიმურად არჩეულმა პარლამენტის წევრებმა ის კანონი მიიღეს, რომელიც არის ეროვნული კანონი.
ეს ორგანიზაციებიც, რომელთა წევრებიც 84 ტყვიას ამზადებენ 84 დეპუტატისთვის, გარდა იმისა, რომ ამერიკის დემოკრატიის ფონდიდან და ევროკავშირის დემოკრატიის ფონდიდან ფინანსდებიან, აკერმანის თეორიით მოქმედებენ.
for.ge-ს ინფორმაციით რასამთავრობოების მიერ შექმნილია ე.წ. მოძალადეთა რაზმი, რომელთაც ამ ეტაპზე ევალებათ „ქართული ოცნების“ წევრებზე თავდასხვა, რომლის გასაჯაროვების შემდეგ თავდამსხმელს პირად ანგარიშზე ერიცხება $500 დოლარი. ასევე, ყოველი თავდასხმა უნდა იყოს გადაღებული, რომ თავდამსხმელმა გასამრჯელო მიიღოს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობამ და მასზე ქართული ოპოზიციის და მათი „ენჯეოების“ რეაქციამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება წყალგამყოფი ომსა და მშვიდობას შორის.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ტრამპზე მსროლელიც თინეიჯერი იყო, რადიკალიზმისთვის ცდილობენ ახალგაზრდების გამოყენებას. მისი შეფასებით, ჩვენს საზოგადოებაშიც არიან ისეთი დაჯგუფებები, რომლებიც ახალგაზრდებს ძალადობისკენ უბიძგებენ. ამის მაგალითად პაპუაშვილმა ლაზარე გრიგორიადისის საქმე და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო, პარლამენტის წევრების მიმართ დაწყებული ძალადობრივი კამპანია მოიყვანა.
„ამ შემთხვევის შემდეგ მაინც, იქნებ გამოჩნდეს რომელიმე დასავლელი პოლიტიკოსი, დონორი და დიპლომატი ან სხვა წარმომადგენელი და ბოლო-ბოლო გაემიჯნონ იმ ძალადობას, მუქარას, ზეწოლასა და ზიზღის ენას, რომელიც მომდინარეობს იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან. ჩვენს საზოგადოებაშიც, პოლიტიკურ თუ ენჯეო სექტორშიც, არიან ასეთი ჯგუფები, რომლებსაც შეუძლიათ ქვეყანა ისე გაწირონ, რომ თვალი არ დაახამხამონ.
ვნახეთ, ყველა ცდილობს, რომ შემთხვევის მნიშვნელობა დააკნინონ. მათ თუ დავუჯერებთ, ეს ყველაფერი შემთხვევითობაა - ფიცოს ვიღაც პენსიონერმა ესროლა, ტრამპს ვიღაც თინეიჯერმა ესროლა და ასე შემდეგ. სინამდვილეში, ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი ხელწერაა. იმიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც საქართველოში ინერგება ზოგიერთ ჯგუფების მეშვეობით, უცხოეთის დაფინანსებით, სწორედ აქეთკენ მიდის.
ზუსტად ასე შეაჩეჩეს ხელში „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთ-ერთ ახალგაზრდას, რომლის სროლის შედეგადაც პოლიციელი სიკვდილს შემთხვევითი გადაურჩა და ყველას შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ის შეიწყალა, ახლა ფარისევლურად რომ წუხს ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ადამიანი, რომელმაც ცეცხლი წაუკიდა პოლიციელს და სიკვდილისთვის სწირავდა“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ტრამპზე თავდასხმა აჩვენებს იმ პოლიტიკის ძალადობრივ ხასიათს, რომელიც არა მხოლოდ აშშ-ში მიმდინარეობს, ფაშიზმში არის გადასული ლიბერალიზმი, რომელიც გაბატონებულია დასავლეთში.
„არც ერთ მეთოდს არ იწუნებენ, ყველა მეთოდზე თანახმა არიან, ოღონდ საკუთარი გავლენები მოიპოვონ და კონკურენტები ჩამოიცილონ. ეს ხდება როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში, რაც აჩვენებს, რომ ძალადობრივი ჩართვა ხდება კონკრეტული ძალების მიერ, რომელსაც ჩვენ გლობალური ომის პარტიად მოვიხსენიებთ. მათი ხელწერაა, რომ არსენალში ძალადობაც იქონიონ და თავის საწადელს ამით მიაღწიონ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ანალიტიკოსის „ხალხის ძალის“ წევრის, დავით ქართველიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის 15 აპრილს, საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე, დიდი ალბათობით, წინასწარ მიღებული დავალების თანახმად, დარბაზში ჩასაფრებულად მყოფმა ალეკო ელისაშვილმა პირდაპირ ეთერში თავდასხმა განახორციელა უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეზე. მაშინ აზრადაც არ მოგვივიდოდა, თუ პანდორას რა ყუთი გააღეს ამით ლიბერალური ფაშიზმის მესვეურებმა.
„15 მაისს განხორციელდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფაცოზე ლიბერალი-ფანატიკოსის მხრიდან თავდასხმა - მადლობა ღმერთს, ის გადარჩა და დღეს ნელ-ნელა იბრუნებს თავის ფიზიკურ ფორმას. 16 მაისს ხორვატიასთან საზღვრისპირა ქალაქ სომბორის მკვიდრი, დრაგან მიატოვიჩი დაკავებული იყო სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩზე შესაძლო თავდასხმის მომზადების გამო - გვამცნო ქვეყნის შს მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა. 23 მაისს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარში განახადა: „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ“.
24 ივნისს შტუტგარტში, აეროპორტში მიმავალ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის კორტეჟს შეუვარდა ავტომანქანა, რომელიც პრემიერის მანქანას უნდა შეჯახებოდა, მაგრამ დარტყმის ძალა თავის თავზე აიღო ესკორტის მოტოციკლეტმა, რა დროსაც ადგილზე დაიღუპა 61 წლის პოლიციელი. 14 ივლისს „გლობალური ომის პარტიის“ წაქეზებითა და დავალებით, ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ განხორციელებულმა სროლებმა, პრეზდენტობის კანდიდატი დაჭრეს, მისი მომხრე მოკლეს, თანაპარტიელები დაასახიჩრეს, მაგრამ რეალურად - ლიბერალურ ფაშიზმს მიაყენეს ერთ-ერთი უკანასკნელი და საბოლოო მომაკვდინებელი დარტყმა.
ასეთი იყო უკანასკნელ სამ თვეში ფსევდოლიბერალიზმის მიერ ტრადიციული, კონსერვატიული, სუვერენული, ეროვნული ძალების ლიდერებთან „დემოკრატიული“ მეთოდებით ანგარიშსწორების ეპოპეა. თითქოს ფონად დაჰყვებოდა ამ ყველა შემთხვევას მათი აგენტის ისტერიული ყვირილი: „ორიტრუპიმინდა!“. ვერ მოგართვით, რამეთუ სიმართლე და უფალი - ჩვენთან არს!“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოს ზურაბ ქადაგიძის განცხადებით, ჯერ იყო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, შემდეგ ტრამპი, ამ მოვლენებამდე იყო თავდასხმა მამუკა მდინარაძეზე, რომელსაც მისი თქმით, ალეკო ელისაშვილი ლაჩრულად, უკნიდან მიეპარა და გამეტებით საფეთქელში მუშტი ჩაარტყა.
„დიახ, მდინარაძეც სიკვდილს გადაურჩა, რადგან თუ შენელებულ კადრებს კარგად დააკვირდებით, ელისაშვილი პირდაპირ ადამიანის მკვლელობაზე წავიდა. სხვა შანსი მას არ ჰქონდა, პარლამენტში იარაღს ვერ შეიტანდა და ჩასაფრებას ვერ მოუწყობდა უმრავლესობის ლიდერს, ამიტომ გააკეთა ის, რისი გაკეთებაც შეეძლო იმ მომენტში. ამიტომ, როდესაც ვამბობთ, რომ გლობალური ომის პარტია ხელწერას არ იცვლის და ადამიანების განადგურების მეთოდი ერთნაირი აქვთ, ამაში საქილიკო არაფერია. უფრო მეტიც, ნაძირალა ელისაშვილს ალბათ საყვედურსაც კი ეტყოდნენ, დავალება რომ ბოლომდე ვერ შეასრულა“, - აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.
ვიღაცამ სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულები რომ დაახვავოს და თქვას "კარგი იქნება თუ ვივამედის (ან ციხის) თანამშრომელი მას მოგვაცილებდაო ... ეს არაფერია? და მართლა რამე რომ მოხდეს, არც მაშინ? მოწოდება მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის დასჯასი არაა???