ესტონეთის პარლამენტში საქართველო-ესტონეთის ურთიერთობაზე დებატები გაიმართა. სესიაზე ესტონელმა კანონმდებლებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, კაია კალასს ჰკითხეს, იყო თუ არა გამართლებული უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰნას მონაწილეობა თბილისში ანტისამთავრობო აქციაში და მოწოდებები სცენიდან. დეპუტატებსა და პრემიერს შორის, მწვავე დებატები შედგა. გამომსვლელები აცხადებდნენ, რომ ესტონელი დიპლომატის პოლიტიკურ აქციაზე დასწრება გაუმართლებელია.
თავად ესტონეთის პრემიერმა საქართველოში განვითარებული პროცესები მაიდნის მოვლენებს შეადარა, მან საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და თქვა, რომ მთავრობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის კანონის“ მიღებით, ევროკავშირის ნორმებს არ იცავს. ესტონელმა დეპუტატებმა პრემიერს ასევე ჰკითხეს, თუ მსგავსი ტიპის კანონი არის შეერთებულ შტატებსა და სხვა სახელმწიფოებში, რატომ არ შეიძლება ანალოგიური კანონი, უცხო გავლენების ჩარევისგან თავის დასაცავად, საქართველოშიც მიიღონ?
დეპუტატ ლაური ლაატსმა კითხვა დაუსვა პრემიერს - მიაჩნია თუ არა ეს მინისტრის მხრიდან სათანადო ქცევა და იყო თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრის ეს ნაბიჯი წინასწარ შეთანხმებული?
„მარგუს ცაჰკნამ მონაწილეობა მიიღო საქართველოში გამართულ დემონსტრაციაში. წარმოვიდგინოთ ვითარება, რომ სხვა ქვეყნის, მაგალითად, საქართველოს ან ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა ჩვენთან, კაია კალასის მთავრობის საწინააღმდეგო მიტინგზე, რაც, მარინა კალიურანდის სიტყვებით რომ ვთქვათ, ველურობას ჰგავდა, როგორი იქნებოდა თქვენი რეაქცია? ასევე, მაინტერესებს, ეს შეთანხმებული იყო თუ არა მთავრობასთან?“.
პრემიერი კაია კალასმა აღნიშნა, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარგუს ცაჰკნას საქართველოში აქციაზე გამოსვლის საკითხი მთავრობასთან წინასწარ არ განუხილავს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, არ განსჯის ამ პერფორმანსს, რადგან თვლის, რომ სტილი თითოეული ადამიანის გადასაწყვეტია, მაგრამ ფაქტი, რომ ბალტიისპირეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდნენ საქართველოში თითქსოდა ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, ფიქრობს, რომ ეს სწორია, რადგან მისი შეფასებით, ქართველებს აჩვენეს, რომ ევროპა ქართველი ხალხის არჩევანის მხარეს არის.
„განიხილა თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრმა საპროტესტო აქციაზე დასწრება? არა, არ განუხილავს ეს საკითხი, მაგრამ, რაც ცხადია, არის ის, რომ იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ, გარკვეული ნაბიჯები, რომლებსაც ისინი რეფორმებთან მიმართებაში იღებენ, არასწორი მიმართულებით მიდის. ეს აღარ არის შიდა ქართული საკითხი. აქ, რეალურად, მთელი ევროკავშირის სანდოობა დევს სასწორზე“, - განაცხადა კაია კალასმა.
ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს 15 მაისს მიმართეს. ამით მათ მხარი დაუჭირეს საქართველოს უკრაინიზაციას, რაც რეალურად მზადდება საქართველოსთან მიმართებაში. ის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი პრემიერის თანხმობის გარეშე მონაწილეობს საქართველოში ოპოზიციურ აქციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს მეტყველებს არასერიოზულობაზე, რომელიც კონკრეტულ სტრუქტურაში იკვეთება. მთავრობის მეთაურის თქმით, რაც შეეხება პარალელებს „მაიდანსა“ და საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორის, „მაიდანს“ ვერავინ ეღირსება საქართველოში.
„მინდა, შეგახსენოთ, თუ რა იყო უკრაინისთვის „მაიდნის“ შედეგები. მაშინ, რეალურად, გარედან დანიშნეს უკრაინის ხელისუფლება, ჯერ ერთხელ, შემდეგ მეორედ და საბოლოოდ, ვინც გარედან დანიშნა ხელისუფლება, იმას პასუხისმგებლობა აღარ აუღია მოვლენებზე, რომელიც შემდგომ განვითარდა უკრაინაში. 2013 წლამდე ეს იყო სახელმწიფო, რომელსაც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკა 200 მლრდ დოლარი და დღეს ქვეყანა არის ჩამოქცეული, ქვეყნის ეკონომიკა ამდენი წლის შემდეგ არის თვისობრივად შემცირებული.
უკრაინის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, 10 000-ობით ადამიანია დაღუპული და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს. შესაბამისად, ყველაზე მეტად რასაც უნდა გავუფრთხილდეთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ, სხვა ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე. ეს გვიჩვენა სწორედ უკრაინის მაგალითმა. ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
„მაიდანი“ რომ საქართველოში ვერ მოხდება, ამის შესახებ საუბრობს თბილისის მერი, რომლის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდობას, სიმშვიდის შენარჩუნებას უჭერს მხარს. რაც შეეხება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მისი საქართველოში ვიზიტი მთავრობასთან შეთანხმებული არ იყო, კახა კალაძის განცხადებით, ეს არის პირდაპირი ჩარევა უცხო ქვეყნის პოლიტიკაში.
„ბევრჯერ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ადგეს და ანტისამთავრობო მიტინგზე ჩავიდეს რომელიმე ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, ხომ წარმოუდგენელია ეს, ხომ შეუძლებელია? ესეც მიანიშნებს, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ამ ადამიანებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მიმართ უპატივცემლობა, ხალხი ყველაფერს ხვდება საბედნიეროდ, ასეთ ადამიანებს, რომლებიც ვითომ ჩვენი მეგობრები არიან და ვითომ გული შესტკივათ საქართველოზე, პირდაპირ ვერ მალავენ იმას, რომ იგივე „მაიდანის“ გამეორება უნდოდათ 2014-ში რაც უკრაინაში, კიევში მოხდა.
მაიდანმა რა მდგომარეობაში ჩააყენა და სად მიიყვანა უკრაინა, რა ხდება დღეს, 2024 წელს, უკრაინაში, ჩვენდა სამწუხაროდ, რამხელა უბედურება ტრიალებს, ამაზე არავინ საუბრობს და არავინ აგებს პასუხს. „მაიდანი“ საქართველოში ვერ მოხდება, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდობას, სიმშვიდის შენარჩუნებას უჭერს მხარს და ამ ყველაფრის გარანტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს გარედან დაწერილი სცენარებია, ავტორები არიან ისინი, რომლებიც რეზოლუციებს ქმნიან და შიგნით წერენ, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და იგივე ადამიანები საქართველოს მორალს უკითხავენ მართლმსაჯულებაზე და ევროპულ ღირებულებებზე ელაპარაკებიან.
„რაც შეეხება არჩევანს, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა არჩევანი იქნება 26 ოქტომბერს. ქართველ ხალხს არჩევანი ექნება ომსა და მშვიდობას შორის. ეს არჩევანი დღესდღეობით ცხადზე ცხადია. ჩვენ ვნახეთ ამ ე.წ. ომის ქარტიის ქვეშ გაერთიანებული ომის პარტიები. უბრალოდ, სასაცილოა, რომ მერე ვინმე იძახის, მე „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვარო. „ნაცმოძრაობა“, რომელიც არის „ნაცმოძრაობა“; „ევროპული საქართველო“, რომელიც არის „ნაცმოძრაობა“; „გირჩი“, რომელიც არის „ნაცმოძრაობა“; ელენე ხოშტარია, რომელიც არის „ნაცმოძრაობა“; „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელიც არის „ნაცმოძრაობა“ - ყველა ეს ადამიანი „ნაცმოძრაობის“ ლიდერები არიან. ამ ფარსს და კინოს აჩვენებენ წლიდან წლამდე“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, საქართველოში „მაიდანი“ ვერ მოხდება, დასავლელმა ფსევდომეგობრებმა რეალურად გაზომონ საზოგადოების განწყობები და შემდეგ იფიქრონ სიტუაციის აყირავებაზე. აბაშიძის თქმით, „ომის პარტიას“ დიდი იმედგაცრუება ელის, ვინაიდან ვადაგასული რევოლუციური სცენარი ყველა სუვერენულ სახელმწიფოს ვერ მოერგება.
„ძალიან დიდი იმედგაცრუება ელით „ომის პარტიას“ და მის გოშიებს - საქართველოში „მაიდანი“ ვერ მოხდება. დასავლელმა ფსევდომეგობრებმა რეალურად გაზომონ ქართული საზოგადოების განწყობები და შემდეგ იფიქრონ სიტუაციის აყირავებაზე ჩვენს ქვეყანაში. ვადაგასული რევოლუციური სცენარები კი ყველა სუვერენულ სახელმწიფოს ვერ მიესადაგება, მით უმეტეს, როცა ოპოზიციას წარმოადგენენ მარგინალი ბოროტი ჯამბაზები“, - ამბობს გია აბაშიძე.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა გარკვეულ ნიშნულზე გაიყინა და აღარ იმატებს, რის მიზეზადაც ასახელებს საპროტესტო მუხტის სიცრუეზე და ზნეობის ნორმების გადაბიჯებაზე აგებას. ექსპერტი აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეებმა და მათმა მხარდამჭერებმა, თავად ააგეს გაუცხოების კედელი დანარჩენ საზოგადოებასთან, რომელიც რიცხობრივად მათზე ბევრად მეტია.
„ერთი თვეა ვაკვირდები ამ მრავალჭირნახული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს და რა გამოიკვეთა სადღეისოდ? აქციების აღმასვლების, ლატენტობის თუ მინავლების ფაზებმა, თითქმის მთლიანად გამოაააშკარავა მათი შიდა თუ გარე რესურსები - ადამიანური, ფინანსური, პოლიტიკური თუ მორალური. საპროტესტო მუხტის და მასშტაბის დეგრადაცია იწყება მაშინ, როდესაც ის სიცრუეზე და ზნეობის ნორმების გადაბიჯებაზეა აგებული. აქციის მონაწილეებმა კი ამ მხრივ რეკორდები მოხსნეს.
მარტო ქუჩების და მოედნების გადაკეტვა და ათასობით მოქალაქისთვის დისკომფორტის შექმნა, პარლამენტართა შვილებზე სრულიად ამაზრზენი ფსიქოლოგიური ზეწოლა და ბულინგი, საჯარო მოხელეებზე რეპრესიების დაანონსება, დასავლეთის მოხმობა დამხმარედ და სხვა. რომელი ერთი ჩამოვთვალო! ქართული საზოგადოების უმრავლესობაში ვერასოდეს მოიპოვებს სიმპათიას ის, რაც სცილდება მორალს, ქართულ ტრადიციებს, თუ გნებავთ ქართულ გაგებას. არ დაუჭერს ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა მათ მხარს, რაოდენ უკმაყოფილოც არ უნდა იყონ ხელისუფლებით.
მიტინგის მონაწილეებმა და მათმა მხარდამჭერებმა, რომლებიც კეთროვნებად უპირებენ გამოცხადებას ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება, თვითონ ჩაიყენეს თავი ასეთ მდგომარეობაში. მათ თავად ააგეს გაუცხოების კედელი დანარჩენ საზოგადოებასთან, რომელიც მათ რიცხობრივად ძალიან სჭარბობს. თუმცა, ესმით მათ ეს? ვეჭვობ, რომ არა“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
ახლა ესრონეთზე - ის ყოველთვის ვიღაცის ვასალი იყო 1940 წელს, როცა სსრკ-მ ტერიტორიების გაფართოება მოინდომა, ესტოვეთი -ლითვა-ლატვია ეგრევე წაიკუზნენ და შეოშვეს რუსის ჯარი; ვაჟკაცმა ფინელმა ხალხმა კი ვაჟკაცურად იბრძოლა! სსრკს დაშლის მერე სწორედ ესტონელებმა და ლატვიელებმა მიიღეს უკიდურესად რასისტული საარჩევნო კანონი! სარკეში ჩაიხედეთ ბატონებო! და ახლა თუ მე მოვინდომებ ვიცოდე, რომელი უცხოელი რაში ხარჯავს ფულს ჩემს ქვეყანაში, ეს ყოფილა საშინელება; ჯისერიც გიტეხიათ!
ზ გუშინ გნიასი იყო ანაკლიის პორტძე - ამერიკული ან გერმანეული კომპანია მოვიდა და უარი ვუთხარით? თუ ისევ ხაზარაძისთანა სალახანებს მინანდოთ აშენება და კიდევ 7 წელი დავკარგოთ?
ბაგების ხიხი რომ აშენდა, სამადაშვილმა თქვა, ეს იმიტომ აშენდა, რომ რუსის ჯარმა უკეთ იმოძრაოსო; აი ესა ხართ' ნეტა მალე მოვიდეს 26 ოქტომბერი, რომ ეს მავნებლები სააკაშვილ-ხაბე-ჭჭ-ხაზარაძე, ჩახდილი-გვარამია-მელია ერთიანად ჩავუშვათ ჩეჩმაში!
ეხლა ბოლომდე არ გამოიაშკარავეს თავი, არჩევნებამდე გადადეს უკიდურესი ზომების მიღება.
მერე თუ დაინახეს, რომ მათ მიერ მართულ ოპოზიციას პულსი აღარ ესინჯება, ბოლომდე გაიშიშვლებენ თავს.