პოლიტიკური ლიდერები ნელ-ნელა საპროტესტო მუხტის სათავეში მოქცევას ცდილობენ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე სიტყვით გამოსვლას იწყებენ. ასევე მედიასთან ზოგიერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა ის სამომავლო გეგმებიც კი გაახმოვანა, რომელიც მათ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ აქვთ. მაგალითად, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ნაციონალები თანახმა არიან, რომ ძალოვანი მინისტრები სხვა ოპოზიციურ პარტიებს დაუთმონ.
პარლამენტის წინ დამონტაჟებული სცენიდან რუსთაველის გამზირზე შეკრებილ დემონსტრანტებს სიტყვით ოპოზიციონერმა ლიდერებმა მიმართეს. ლევან ხაბეიშვილი, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე შეეცადნენ, რომ რუსთაველის გამზირზე შეკრებილების ყუარდღება მიეპყროთ, თუმცა მათ გამოჩენას აქციის მონაწილეებს შორის არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ლიდრების გამოსვლას ახალგაზრდები ე.წ. ლაზერის მინათებით აპროტესტებდნენ და მათთვის საუბრის შეწყვეტას ცდილობდნენ. ამაზე გაღიზიანებულმა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ახალგაზრდებს უთხრა, რომ ლაზერით ვერ გააჩუმებდნენ.
აქციაზე გამოსულმა პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ ხალხთან ერთად და მზად არიან, ამისთვის ერთმანეთის მიმართ პოლიტიკური წყენაც დაივიწყონ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია ერთიანი იქნება მანამ, სანამ საბოლოო გამარჯვებამდე არ მივლენ.
ამის პარალელურად, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ვივამედიდან“ განცახდებას, განცახდებაზე აკეთებს: „გაერთიანებული საქართველო ხალხის ერთიანი წინამძღოლობით აუცილებლად გაიმარჯვებს!
სცენაზე პოლიტიკოსების ერთად ნახვა გამიხარდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქვე იდგნენ ევროპელი პოლიტიკოსები, რაც ევროპის და საქართველოს ერთიანობის სიმბოლო გახდა. ასეთ ერთობას წინ ვერაფერი აღუდგება“.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით კი არის მოთხოვნა ოპოზიციურ ერთობასთან დაკავშირებით, თუმცა არსებობს შიში, „ნაციონალებმა“ ისევ არ ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება.
ელისაშვილის თქმით, პოლიტიკურმა ლიდერებმა ერთობისკენ უნდა გადადგან ნაბიჯები და წყენებზე, პარტიულ საკითხებზე მაღლა დადგნენ, რადგან საქართველო განსაცდელშია.
ალეკო ელისაშვილის განმარტებით, „ნაციონალები“ მზად არიან, ძალოვანი სტრუქტურები და უფრო მეტიც დათმონ.
„მზად არიან, დათმონ. უფრო მეტსაც თმობენ ისინი, აღარ მინდა, გავასწრო მოვლენებს. ამას თუ ოფიციალურად იტყვიან, ფიცს დადებენ, საერთოდ მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსები უნდა წავიდეთ, გმირთა მოედანზე ფიცი დავდოთ, რომ იმას გავაკეთებთ, რასაც დავპირდებით. ფიცი უნდა დავდოთ და ვთქვათ, რომ ამათი გაშვება ერთია, მაგრამ მეორეა, შევქმნათ წონასწორობის მექანიზმები და ერთობა. მე უნდა დავიჯერო, რომ „ნაციონალები“ საშიშები აღარ იქნებიან, მე უნდა მჯეროდეს, რომ შემდეგ ჩემი მხარდამჭერი დავაჯერო, მაგრამ ახლა ის მომენტია, რომ ყველამ უკან უნდა დაიხიოს საქართველოსთვის, რადგან დღეს, რეალურად, ჩვენი საქართველო არის განსაცდელში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მმართველი გუნდის შეფასებით, აქციაზე პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლით „ყველაფერი გაიშიფრა“. მათი თქმით, რადიკალური ქმედებების უკან ისევ იგივე სახეები და იგივე ოპოზიციური ძალები დგანან, რომლებიც საკუთარ ქვეყანას ებრძვიან. თავად კი ხალხისთვის მიცემულ პირობას შეასრულებენ და ნაციონალები ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასოდეს მობრუნდება ხელისუფლებაში.
„ჩვენ ხალხს შევპირდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სიბოროტით ვერასოდეს დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში, დღეს დადიან ტურებივით და ეუბნებიან, ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაშიო. მე პირადად (დარწმუნებული ვარ, ასევე თითოეული ჩემი კოლეგა და ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა) გეუბნებით, სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, თქვენი ნასახი არ იქნება ხელისუფლებაში, ჩვენ რასაც შევპირდით ამ ქვეყანას და ამ ქვეყნის ხალხს, რომ ვერასოდეს ამ ბოროტებით ვერ მოხვიდოდით ხელისუფლებაში, მაგას უეჭველი შეგისრულებთ“, - ამბობს ღუდუშაური.
„ხალხის ძალის“ ლიდერი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამბობს, რომ როდესაც ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ უკანასკნელი რეზოლუცია გამოაცხო, ამან სტუდენტებსა და ახალგაზრდებში უკუეფექტი გამოიწვია. ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ისინი ყველაფერს ელოდნენ, გარდა ისევ სააკაშვილის გაცვეთილი თემის რეამინირებისა.
„სხვათა შორის ჩვენი ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილი კარგად ხვდება ოპოზიციაში ვინ ვინ არის და რას წარმოადგენენ. უფორ მეტიც, ლგბტ პროპაგანდა უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია. ამიტომ ამ გაცვეთილი პოლიტიკოსების აქციაზე გამოჩენა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სახით, ახალგაზრდებში დადებითად არ მუშაობს. ჩვენ დავინახეთ აქციაზე გამოსულ პოლიტიკოსებს ლაზერებით როგორ უშლიდნენ ხელს და ანათებდნენ თვალებში, რადგან მათი ტყუილების და დემაგოგიის მოსმენა არ სურდათ. იგივე ახალგაზრდები ყოველ ჯერზე, როცა ეს ლიდერები მიკროფონთან მივიდოდნენ, მათ დაცინვას ცდილობდნენ. ჩვენ გვახსოვს იგივე ახალგაზრდებმა 10 მარტს პარლამენტის წინ შეუარცხყოფით ერთი ადგილის მიმართულებით როგორ გაუშვეს ისინი. ამის მომსწრე მთელი საქართველ იყო. ესენი არ არიან ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც ახალგაზრდების გულის მოგება შეუძლიათ, მით უმეტეს, რაღაცა საარჩევნო ელექტორალური მიზნებით“, - ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, ახალგაზრდობას დღეს ორი მთავარი პრობლემა აქვთ და ეს ნათლად ამ აქციების შედეგად გამოჩნდა.
„პირველი პრობლემა გადასალახია და ამაზე ხელსიუფლებამ უნდა იმუშავოს. მათი უმეტესობა გახდა მსხვერპლი პროფესიონალური მანიპულატორების, რომლებმაც ბავშვების ცნობიერებაზე გავლენა მოახდინეს. მათ ცრუ ნარატივები მოახვიეს არარსებული თემების ირგვლივ. აქ დიდი სამუშაოა ხელისუფლების და საზოგადოების მხრიდან გასაწევი. მეორე პრობლემა თავად ახალგაზრდებს აქვთ, რომლებიც საკუთარ წიაღში ახალ ლიდერს ეძებენ, რომელთაც არა აქვთ ნდობა „ოცნების“ მიმართ, თუმცა თვალის დასანახად ვერ იტანენ ამ გაცვეთილ „კონტრაცეპტივებს“, რომლებიც გუშინ უხვად იყვნენ რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილები.
საუბარი საერთოდ არ მიმყავს იქით, ეს იქნება ლიბერალური ლიდერი, კონსერვატორული თუ ცენტრისტული ლიდერი. საქმე ისაა, რომ ეს უმართავი მასა უმწყემსო ნახირივით დადის, დაბოდიალობენ, ვიღაცას ეძებენ. სხვათა შორის მენიშნა, როცა „გირჩის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა სცენაზე ასვლა და ახალგაზრდებისთვის მიმართვა სცადა. კადრებში ჩანდა, როგორ არ უშვებდა მას სცენაზე ბაია პატარაია. ეს არის შეშინებული „ენჯეოების“ საქციელი, რომელთაც არ სურთ ახალგაზრდებთან რომელიმე ცოტა აზრიანმა პოლიტიკოსმა საერთო ენა გამონახოს“, - ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ წარსულის აჩრდილებს, კრიმნალებს, ქვეყნის მოღალატეებს, ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებს ახალგაზრდები არ ენდობიან.
„რაც შეეხება სააკაშვილის მოწოდებებს და შეთავაზებებს, ასევეე იქ ელისაშვილი საუბრობდა რაღაცა გეგმეზე, მგონია აბსოლუტური ფსიქიატრიის თემაა. სააკაშვილი, ჯობია, „ვივამედის“ ნაცვლად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დააწვინონ. რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე, საავადმყოფოში, ვითომ მძიმე მდგომარეობით მწოლიარე, რაღაცა თანამდებობებს ანაწილებს, ოპოზიციას შეთავაზებებს უკეთებს. თან ისეთ თანამდებობაზეა საუბარი, რომ საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტის თანხმობის გარეშე ვერავის ვერ დანიშნავს. ამიტომ ჯერ ხომ საპარლამენტო არჩევნები უნდა მოიგონ და მერე დაიწყონ რაღაცების გაყოფა. ამაზე მეტი დიაგნოზი რაღა საჭიროა, კაცი ილუზიაშია და რელობას ვერ ეგუება“, - ამბობს ქართველიშვილი.
რაღაცაა მოსაფიქრებელი, რომ უკან მობრუნების წერტილს არ გასცდეს ეს ყველაფერი.
ღირსება, ტრადიციები და თავმოყვარეობა ქართველი კაცისთვის უპირველესია.
სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისათვის დავინგრიეთ (თუ ვარდისფერი დაპირებებით დაგვანგრევინეს) თავზე ინდუსტრიული ეკონომიკა. ერთი ფაბრიკა და ქარხანა აღარ გაგვაჩნია. ერი მსოფლიო მოჯამაგირედ არის გადახვეწილი. მრეწველობას ვინ ჩივის, 34 წელია, საკუთარი მოთხოვნილების საკმარისი პამიდორი და კიტრი ვერ გვიწარმოებია.
ახლა კი ვიღაც ლანდსბერგისი გვეუბნება, ევროკავშირში თქვენი სუვერენიტეტით ვერ შემოხვალთო. ვიღაც როთი გვმოძღვრავს, მართლმადიდებელი ეკლესია, ბორკილია ახალგაზრდობის ნათელი მომავლის გზაზეო.
ამ ახალგაზრდებს ნუ ატყუებთ და ნუ აპარტახებინებთ, ძლივს აკოწიწებულ სახემწიფოებრიობას, ნუ აცმევთ ამ ლგბტ ფერების ლაბადებს, ნუ უმახინჯებთ მსოფლმხედველობას, თორემ ეგენი გენეტიკურად ქართველები არიან. სისხლის მეხსიერება გაიღვიძებს, ადრე თუ გვიან მიხვდებიან, რისთვისაც იყებებთ და მოგვთხოვენ პასუხს.
ყველა მათგანს ენჯეოებში ვერ დაასაქმებთ და ვერც გრანტებით გამოკვებავთ.