რობინ დანიგანი: შეერთებული შტატები არის ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მყარი მხარდამჭერი საქართველოსი

რობინ დანიგანი: შეერთებული შტატები არის ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მყარი მხარდამჭერი საქართველოსი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას საქართველოსა და ამერიკის თანამშრომლობაზე ისაუბრა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, შეერთებული შტატები არის ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მყარი მხარდამჭერი საქართველოსი.

„ჩვენ განსაკუთრებით კარგი ურთიერთობები გვაქვს, გვაქვს თავისუფლების საერთო სიყვარული და რწმენა, გვაქვს ამის თავისუფლება, ამის მზაობა და ამიტომ შეგვიძლია სამყარო ვაქციოთ უკეთეს ადგილად ჩვენი შვილებისთვის. საქართველოს ისე არ უჭერს არავინ მხარს, როგორც შეერთებული შტატები. ამ 32 წლის განმავლობაში 6 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გვაქვს საქართველოსთვის გაწეული. ეს პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელია. ქართველები, ვისაც შევხვედრივარ, ვისი ცხოვრებაც შეიცვალა ამ პარტნიორობით, ბევრი ოფიცერი, ბევრი მესაზღვრე, სამხედრო, რომელიც მოამზადა შეერთებულმა შტატებმა, ბევრი პროფესორი, სტუდენტი შემხვედრია, რომლებმაც მითხრეს, რომ პარტნიორობამ ამერიკელებთან, შეცვალა მათი ცხოვრება. ფერმერებმა, მცირე ბიზნესის მეწარმეებმა მითხრეს, რომ ფინანსურმა დახმარებამ, რაც შეერთებული შტატებისგან მიიღეს, ხელი შეუწყო მათ ბიზნესს. შეერთებულმა შტატებმა ხელი შეუწყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. ჩვენი დაფინანსება უმეტესად საქართველოს სასაზღვრო პუნქტების და გასასვლელების აღჭურვისთვისაა. ასევე მოვამზადეთ საქართველოს მესაზღვრეები. 1600-მა ქართველმა ისარგებლა სამხედრო განათლებით შეერთებულ შტატებში. საქართველო აღვჭურვეთ ნატო-სთან თავსებადი აღჭურვილობებით. მთლიანად რომ გადავხედოთ ამ 32 წელს [თანამშრომლობის], შეერთებული შტატები არის ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მყარი მხარდამჭერი საქართველოსი“, - აღნიშნა ელჩმა.