აშშ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ელჩის პოზიციების მოსმენა, მისი ხედვები ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით

აშშ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ელჩის პოზიციების მოსმენა, მისი ხედვები ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი გახლავთ და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ელჩის პოზიციების მოსმენა, მისი ხედვები ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით და იმ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია.

„როგორც მოგეხსნებათ, პრემიერ-მინისტრმაც რამდენიმე დღის წინ, ელჩთან შეხვედრის დროს ხაზი გაუსვა ქართულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას და ასევე, ხაზგასმული იქნა ისიც, რომ ამ თანამშრომლობას სჭირდება ახალი იმპულსი, შემდგომი გაღრმავება და ახალ საფეხურზე აყვანა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.