როდესაც საუბარში ტერმინების აკრძალვაზეა ლაპარაკი, თან იმ ტერმინების, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე ფასეულია, რაც კი არსებობს, იქნება ეს დედა, მამა, შვილი თუ ა.შ. ვფიქრობ, ამის უკან ძალიან მზაკვრული ჩანაფიქრები დგას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებას ცხადია უნდა ჰქონდეს და აქვს კიდეც საკმაოდ ჯანსაღი და ადეკვატური რეაქცია.
„რადიკალური ოპოზიცია დაცლილია ღირებულებებისგან. მათ საკუთარი აზრი არ გააჩნიათ და დამოკიდებული არიან სხვისი აზრების გაჩერებასა და გახმოვანებაზე. აქედანაც ჩანს მათი სულიერი დეკადანსი“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სოციალურ ქსელში გამოჩნდა ახალი წიგნის პრეზენტაციის ანონსი, სახელწოდებით - „ცისფერი, ანუ ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში“ და ამ წიგნის დამფინანსებლები არიან ჰოლანდიის საელჩო, შვეიცარიის საელჩო და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).